სხვა

22:55 | 14.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტანვარჯიშის ევროპის კავშირმა ევროპის მეორე თამაშებისთვის „მინსკი-არენა" შეამოწმა

ტანვარჯიშის ევროპის კავშირის (UEG) გენერალური დირექტორი ლიზა ვორტმანი დელეგაციის წევრებთან ერთად ევროპის მეორე თამაშების დედაქალაქ მინსკს სტუმრობდა. დელეგაციის მიზანი „მინსკ-არენას" ინსპექტირება გახლდათ, რომელმაც 2019 წელს აკრობატიკაში, აერობიკაში, სპორტულ და მხატვრულ ტანვარჯიშში და ბატუტზე ხტომაში ასპარეზობებს უნდა უმასპინძლოს. მანამდე კი იქ სატესტო შეჯიბრებები გაიმართება.

„მასპინძლებთან შეხვედრისას არაერთი მნიშვნელოვანი საკითხიწამოიჭრა. აუცილებელია დაიგეგმოს ის, თუ რაზე ვიმუშავებთ უახლოესხანებში. აპრილის სატესტო ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღებას დავუთმობთ, რათა ყველა ტექნიკური პრობლემა მოვაგვაროთ. სწორედ ამ და სხვა საკითხებზე ვიმსჯელეთ ბელორუსის ეროვნულ ოლიმპიურკომიტეტში შეხვედრისას," - განაცხადა ლიზა ვორტმანმა.ს

2019 წლის ევროპის მეორე თამაშებზე 50 ქვეყნის 4082 სპორტსმენი 15 სახეობაში იასპარეზებს. მათ შორის, 10 სახეობას ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა ექნება.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126526