სხვა

11:00 | 13.06.2018 | ნანახია 791 - ჯერ

ცოცხალი ანგარიშების პირველი ქართული ვებსაიტი

სასტუმრო “რუმს ჰოტელსში” ცოცხალი ანგარიშების პირველი ქართული ვებსაიტის, Hotscore.com-ის პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე აუდიტორიას სანდრო კასიამ (მარკეტინგის მენეჯერი) და ირაკლი მარღანიამ (აიტი პროექტ მენეჯერი) გააცნეს ახალი ვებსაიტის ძირითადი ფუნქციები.

Hotscore.com არის ცოცხალი ანგარიშების ინოვაციური ვებსაიტი, სადაც გაერთიანებულია სპორტული ინფორმაცია, დინამიურად განახლებადი ანგარიშები და გასართობი ფუნქციები.

"ამ პროექტზე 7 თვეა ვმუშაობთ და პირველი ფაზა უკვე დასრულდა. ქართულად მომხმარებელს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია სპორტის შესახებ.

Hotscore.com-ზე მომხმარებელი ცოცხალი ანგარიშების, ვიდეოების, სტატისტიკების და ყველა იმ საინტერესო ინფორმაციის მიღებას მოახერხებს, რომელიც მათ სურთ. ვებსაიტის შექმნის პროცესში ითარგმნა 100 ათასობით საფეხბურთო ტურნირის გუნდი თუ მოთამაშის სახელი. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად ახალი სპორტსმენი ჩნდება მსოფლიოში, განახლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს და მომხმარებელი საიტზე ლაივ დაფას უყურებს.

მიუხედავად იმისა, რომ დეველოპმენტის პროცესი გაგრძელდა 7 თვე, ამ პროექტზე მუშაობა უკვე წელია მიმდინარეობს. წინასწარ ვიცოდით, წინ საკმაოდ რთული სამუშაო გველოდა, რადგან პროექტი, რომ გამართული ყოფილიყო, მოგვიწია მოგვეძებნა და აგვერჩია საკმაოდ ძლიერი დეველოპერები.

ამ ეტაპისთვის Hotscore-ის აიტი დეპარტამენტი შეიცავს 16 ადამიანს ჩემი ჩათვლლით, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა განხრით.დეველოპერის განხრით ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნა, დაწყებული არქიტექტურის ჩამოყალიბება და აგება, დასრულებული პროვაიდერიდან გამოგზავნილი დარგის დამუშავება და უკვე საიტზე ლაივ რეჯიმში.

ინფორმაცია გვაქვს 30 ათას გუნდზე, 350 ათასზე მეტ სპორტსმენზე და ერთმილიონნახევარ მატჩზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეველოპმენტის პროცესი და ვმუშაობთ ახალი ფუნქციების დამატებაზე", - განაცხადა სანდრო კასიამ.

"საიტზე ცოცხალი ანგარიშების გარდა შეძლებთ სხვადასხვა ფუნქციებით სარგებლობას. ვიდეოები - იხილოთ მსოფლიო სპორტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა: გოლი, სტატისტიკა, სავარაუდო შემადგენლობები, რომლებიც მატჩების დაწყებამდე 24 საათით ადრე განთავსდება საიტზე. პროფესიონალების მიერ გარჩეული ცოცხალი პროგნოზები.

აქვე შეგეძლებათ ითამაშოთ “ჰოთ ტიტო”, რომელიც მოგცემთ საშუალებას საიტიდან გაუსვლელად გაერთოთ, გამოავლინოთ გამჭრიახობა და სპორტთან დაკავშირებული ცოდნა, რის ფონზეც ყოველდღიურად ჩაერთვებით გათამაშებაში და შეძლებთ მოიგოთ სხვადასხვა პრიზები.

გარდა მსოფლიო სპორტში მიმდინარე მოვლენებისა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი ქართული სპორტის შესახებ. ინფორმაცია ყველა ქართულ გუნდზე თუ ქართველი სპორტსმენების კლუბებზე, რომელიც მოიცავს ისევე როგორც ფეხბურთს, კალათბურთს, ჩოგბურთს და ა.შ. ჩვენ ყველა ქართულ გუნდთან და ფედერაციასთან ვაპირებთ თანამშრომლობას, რადგან გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ ქართული სპორტის პოპულარიზაციას.

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ჩავატარეთ კვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 300 ათასზე მეტ ქართველს აინტერესებს ეს პროდუქტი საქართველოში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი არის გლობალური, ამიტომაც Hotscore "com" დომენზე არ არის შემთხვევითი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოში წარმატების შემთხვევაში გავიდეთ და გავხადოთ საიტი საერთაშორისო. ამ შედეგის მიღწევა მცირე დროში იმ გუნდის გარეშე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ, წარმოუდგენელი იქნებოდა. სპორტის სიყვარული და სიძლიერე ამ პროექტში ჩანს", - განაცხადა ირაკლი მარღანიამ.

და ბოლოს Hotscore.com-ის მთავარი მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერი სპორტული მოვლენის შესახებ. მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში ნახოს მისთვის სასურველი ნებისმიერი სპორტული ინფორმაცია.

თეგებიHotscore.com
სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.061771