ჩოგბურთი

22:26 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერს პირველობის შანსი გაუჩნდა

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი შესაძლოა რეიტინგში ისევ ნომერ პირველი ჩოგბურთეული გახდეს.

როჯერი ბალახის სეზონს შტუტგარტის ტურნირით იწყებს და თუ ფედერერი ფინალში გავა მსოფლიო კვალიფიკაციის სათავეში მოექცევა. ამ ტურნირზე შარშან შვეიცარიელი პირველსავე წრეში ტომი ჰასთან დამარცხდა.

"თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, სათანადო ფორმაში ვარ და შტუტგარტის ტურნირის მოგებას ვაპირებ. დამატებით მოტივაციას რეიტინგში პირველ ადგილზე გადასვლის სურვილიც მაძლევს"- განაცხადა ფედერერმა.

შტუტგარტის ტურნირის პირველ წრეში როჯერი მიშა ზვერევს დაუპირისპირდება, მატჩი 13 ივლისს გაიმართება.

0.115356