ფეხბურთი

18:19 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "მთავარი გადაწყვეტილება უკვე მივიღე"

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თავის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

“ახლა ვისვენებ და არ ვიცი, რას გავაკეთებ. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკვე მივიღე, ვნახოთ რა მოხდება”, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, ზიდანმა “რეალი” ორი კვირის წინ საკუთარი სურვილით დატოვა და ჯერჯერობით არცერთ გუნდში არ დასაქმებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107961