კალათბურთი

17:50 | 12.06.2018 | ნანახია 704 - ჯერ

ლაშა თოიძე: ზაზას აკადემიამ ახალი მეგობრები შეიძინა

რამდენიმე დღით ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში შეკრებაზე ვოლგოგრადის საკალათბურთო გუნდი იმყოფებოდა. 2008-2009 წლებში დაბადებულები ჩვენი აკადემიის თანატოლებს ხვდებოდნენ და საინტერესოდ გაატარეს დრო.

ამ თამაშების და ვოლგოგრადის გუნდის სტუმრობის ინიციატორი იყო ზაზას აკადემიის მწვრთნელი ლაშა თოიძე. მწვრთნელი, რომელიც ბევრი საინტერესო ნოვატორული იდეით გამოირჩევა.

შეკრებაზე.

ლაშა თოიძე: „ვოლგოგრადის გუნდის მწვრთნელები, ცოლ-ქმარი ირინა და ვლადიმერი თბილისში შარშან იმყოფებოდნენ. მათი სტუმრობის პერიოდი დაემთხვა ზაზა ფაჩულიას ჩამოსვლას და NBA-ს ჩემპიონის თასის ჩამოტანას. ბუნებრივია, ამან დიდი შთაბეჭდილება დატოვა სტუმრებზე. მათ დაათვალიერეს აკადემია და დავემშვიდობეთ. მიმოწერის დროს, ვოლგოგრადის გუნდის მწვრთნელებმა გამოთქვეს საქართველოში, კონკრეტულად კი ზაზას აკადემიაში შეკრების გავლის სურვილი. გავიარეთ დეტალები და ყველაფერზე შევთანხმდით.“

თამაშებზე

ლ.თ: “კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის შედეგით. ვოლგოგრადის წინააღმდეგ ითამაშა ჩვენი აკადემიის, ამ ასაკის მერვე გუნდმა. ზაზა 8 იყო Junior NBA-ს საკვალიფიკაციოზე და ეს გუნდი ვოლგოგრადის ძირითად გუნდს დაუპირსიპირდა. 3 დღის განმავლობაში სტუმრებმა ითამაშეს ჩვენთან, შემდეგ ჩვენი აკადემიის სხვა გუნდებთან და მთლიანობაში, ყველა კმაყოფილი დარჩა.

პირველი სამი თამაში მოვიგეთ. 27:26 იყო ბოლოსწინა, ყველაზე დაძაბული ტესტი. და ბოლოში წავაგეთ 15 ქულით და მთლიანობაში, 5-დან 4 მოვიგეთ.“

კიდევ ერთი კარგი ეტაპი ზაზა ფაჩულიას აკადემიის ისტორიაში.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:24 | 13.06.2018
eke99 (1210)

უდიდესი ნოვაციაა )))))))))))))))))))))))))))))))))))))

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.062716