სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:48 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროსეზონი ახლოვდება – როგორია ეროვნული ლიგის კლუბების პერსპექტივა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მსოფლიოს ჩემპიონატის მოლოდინში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს კიდევ ერთი საინტერესო მოვლენაელით – 12 ივნისს ევროტურნირების საწყისი ეტაპების წილისყრა გაიმართება, ჩვენ კი 20 ივნისს შევიტყობთ იმკლუბების ვინაობას, რომლებიც ევროპა ლიგაზე ჩვენს წარმომადგენლებს გაუწევენ მეტოქეობას.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონს - ქუთაისის ტორპედო 19 ივნისს შეუწყვილდება რომელიმე ევროპულგუნდს. ჩემპიონთა ლიგაზე ტორპედო პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და განუთესავი იქნება. მისი პოტენციური მეტოქეების სია საკმაოდ შთამბეჭდავია:

აპოელი (კვიპროსი), ჰაპოელი ბეერშევა (ისრაელი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), ყარაბახი(აზერბაიჯანი), სელტიკი (შოტლანდია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), რუსენბორგი (ნორვეგია), მალმიო (შვედეთი), შერიფი (მოლდოვა), კუკეში (ალბანეთი), ვიდეოტონი (უნგრეთი), ასტანა(ყაზახეთი), ზრინსკი (ბოსნია), ნიუ საინთსი (უელსი), ჰიკი (ფინეთი).

ტორპედო პირველ მატჩს 10 ან 11 ივლისს გამართავს.

როინ კვასხვაძე, ტორპედოს კაპიტანი:

„ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, რომელსაც განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. საქართველოს ჩემპიონები ვართ, რაც გვავალდებულებს, ჩვენი ქვეყნის ღირსება დავიცვათ. ევროსეზონამდემცირე დრო რჩება და იმედია, ამ პერიოდში ტორპედო შემადგენლობის გაძლიერებას მოასწრებს.

რაც შეეხება სავარაუდო მეტოქეებს, ყველა მათგანი თავისი ქვეყნის ჩემპიონია და შესაბამისად, ნებისმიერშემთხვევაში, მაღალი კლასის გუნდთან გვექნება საქმე. ქუთაისელი და ზოგადად, ქართველი ქომაგი ჩვენგანწარმატებას ელის და ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდ, რომ იმედი არ გავუცრუოთ.“

ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონიდან არაერთი სიახლეა - გაზრდილია საკვალიფიკაციო ეტაპების რაოდენობა(პირველ რაუნდს, წინ წინასწარი რაუნდი უძღვის, რომლისგანაც საქართველოს ჩემპიონი თავისუფალია), მომატებულია ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად შემსვლელთა რაოდენობაც და შესაბამისად, საკვალიფიკაციოდანიქ მოხვედრა - ერთი-ორად გართულებულია. პატარა ქვეყნებისთვის შეღავათი მხოლოდ ისაა, რომ პირველრაუნდში მარცხის შემთხვევაშიც კი, კლუბი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

აუცილებლად სათქმელია, რომ მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ტორპედო არასტაბილურად ასპარეზობს დასატურნირო ცხრილის შუაშია მოქცეული. თუმცა ქუთათურებს იმედი აქვთ, რომ ჩემპიონთა ლიგისთვისგაძლიერდებიან და გუნდიც უკეთეს კონდიციაში იქნება.

გადავინაცვლოთ ევროპა ლიგაზე, სადაც სამი ქართული კლუბი ითამაშებს და ბრძოლას სამივე პირველიეტაპიდან დაიწყებს. იღბლიანი წილისყრის ყველაზე მეტი შანსი კი დინამოს აქვს, რადგან ქართულ კლუბებსშორის განთესილი მხოლოდ საქართველოს ვიცე-ჩემპიონია.

დინამოს სავარაუდო მეტოქეები:

სკუპი (მაკედონია), კუპსი, ილვესი, ლაჰტი (ყველა - ფინეთი), შამროკ როვერსი, დერი სიტი(ორივე - ირლანდია), რიგასი, ლიეპაია (ორივე - ლატვია), ნარვა, ტრანსი (ესტონეთი), სტუმბრასი, თრაკაი (ორივე - ლიეტუვა), განძასარი, ბანანცი, პიუნიკი (ყველა - სომხეთი), ბალზანი (მალტა), რასინგი, პროგრესი (ორივე - ლუქსემბურგი), კოლრეინი, გლენავონი, კლიფტონვილი (ყველა - ჩრდილოეთ ირლანდია), ნომადსი (უელსი), რუნავიკი, ტორსჰავნი (ორივე - ფარერები), ვადუცი(ლიხტენშტაინი), ლევადია (ესტონეთი), სტიარნანი, იბვ (ორივე - ისლანდია), ფერენცვაროში, უიპეშტი (ორივე - უნგრეთი), დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი), პოდგორიცა (ჩერნოგორია), შიროკიბრიეგი (ბოსნია), პარტიზანი, ლუფტელარი, ლაცი (ყველა - ალბანეთი), მილსამი, პეტროცუბი, ზარია (ყველა - მოლდოვა), ევროპა (გიბრალტარი).

ოთარ კიტეიშვილი, დინამოს კაპიტანი:

„გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, ევროპა ლიგის სტარტისთვის კიდევ უფრო უკეთესკონდიციებში ვიქნებით. კარგია, რომ ევროტურნირებისთვის მზადება ეროვნული ჩემპიონატისმიმდინარეობისას გვიწევს.

რაც შეეხება პირველი რაუნდის წილისყრას, არ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეტოქის ფაქტორს. ეს ეტაპი ყოველ მიზეზგარეშე უნდა გადავლახოთ და შევეცდებით, სხვა მეტოქეებსაც ვაჯობოთ.“

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების გამართვის თარიღი 12 ივლისი და 19 ივლისია.

შედარებით რთულად არის იმერული კლუბების საქმე. საქართველოს თასის მფლობელი საჩხერის ჩიხურა დაეროვნული ლიგის ბრინჯაოსმედალოსანი სამტრედია ევროპა ლიგის პირველ რაუნდში განუთესავები იქნებიან.

ესეც რომ არ იყოს, დასაფიქრებელია მათი ამჟამინდელი ფორმა. განსაკუთრებით საფრთხილო სამტრედიასბოლოდროინდელი შედეგებია – ამ მომენტისთვის, ბადრი კვარაცხელიას გუნდი ეროვნულ ლიგაში ბოლოადგილზეა...

შოთა კერძევაძე, სამტრედიას კაპიტანი:

„დღეს სამტრედია ვერ აჩვენებს კარგ შედეგებს, მაგრამ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც გვჯერა, რომ ესჩავარდნა დროებითია და მალე პროგრესის გზას დავადგებით. ევროტურნირები კარსაა მომდგარი დადროულად გვმართებს ფორმაში შესვლაც და შემადგენლობის გაძლიერებაც.

იქ არ არსებობს იოლი მეტოქე და თუნდაც ერთი ეტაპის გადასალახად დიდი ძალისხმევა გვმართებს. იმედია, წილისყრაშიც გაგვიმართლებს. ამ შემთხვევაში სრულიად რეალურად მიმაჩნია, რომ სამტრედიამ ქვეყნისსახელი ღირსეულად დაიცვას.“

თუმცა ამ ორ კლუბს შორის განსხვავება სხვა რამეშიცაა: საჩხერელები არსებული რესურსით აპირებენევროპაში თამაშს, სამტრედიელები კი ლეგიონერების ჩამოყვანას და გუნდის ამ გზით გაძლიერებას გეგმავენ...

საჩხერელთა და სამტრედიელთა სავარაუდო მეტოქეთა სიაც მეტად სოლიდურია:

კოპენჰაგენი, ნორდშელანდი (ორივე - დანია), მარიბორი, დომჟალე (ორივე - სლოვენია), მაქაბითელ-ავივი, ბეითარი (ორივე - ისრაელი), პარტიზანი, რადნიჩკი, სპარტაკი (ყველა - სერბეთი), მიოლდე (ნორვეგია), აპოლონი, ანორთოსისი (ორივე - კვიპროსი), დინამო, შახტიორი (ორივე - ბელარუსი), ლეხი, გურნიკი (ორივე - პოლონეთი), ფჰ (ისლანდია), დანდალკი (ირლანდია), ჟალგირისი (ლიეტუვა), გაბალა, კეშლა, ნეფთჩი (ყველა - აზერბაიჯანი), ოსიეკი (ხორვატია), ვარდარი (მაკედონია), ტრენჩინი, სლოვანი (ორივე - სლოვაკეთი), ვიტორული (რუმინეთი), აიკ, ჰეკენი (ორივე - შვედეთი), ნიომე (ესტონეთი), სლავია, ცსკა, ლევსკი (ყველა - ბულგარეთი), ვენტსპილსი (ლატვია), რეინჯერსი, ჰიბერნიანი (ორივე - შოტლანდია), ქაირათი, ირტიში, ტობოლი(ყველა - ყაზახეთი), ფოლა (ლუქსემბურგი), სარპსბორგი (ნორვეგია), რაბოტნიჩკი (მაკედონია), სარაევო, ჟელეზნიჩარი (ორივე – ბოსნია), მლადოსტი (ჩერნოგორია).

სოსო ფრუიძე, ჩიხურას მთავარი მწვრთნელი:

„ევროსეზონს გაახალგაზრდავებული გუნდით ვხვდებით. ასეთ სიტუაციაში არაერთხელ ვყოფილვართ, მაგრამთავი არ შეგვირცხვენია.

ყველანაირად ვეცდებით, რომ ამჯერადაც ღირსეულად გამოვიდეთ. საამისოდ კი, ცხადია, იღბლიანიწილისყრაც დაგვჭირდება. მაგალითად, ვისურვებდი, რომელიმე ბალტიისპირული კლუბი გვერგოს მეტოქედ.“

ELIGA.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.102313
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X