ფეხბურთი

14:49 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე ლა ლიგის ბინადართა რადარზე

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე შესაძლოა ახალი სეზონიდან ესპანეთის ლა ლიგაში ვიხილოთ. 22 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა As-ი წერს და აღნიშანვს, რომ მის მიმართ პრიმერადივიზიონის გუნდები არიან დაინტერესებულნი. თუმცა, კონკრეტული სახელები ამ ეტაპზე ნახსენები არაა.

წყაროს ცნობით, კაკაბაძე გარკვეული დილემის წინაშე დგას: “ხიმნასტიკი” თუ ლა ლიგა? – ოთარს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და კატალონიაში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მეორეს მხრივ, ლა ლიგაში თამაშზე ოცნებობს.

ესპანური მედია იტყობინება, რომ “ხიმნასტიკი” ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს და დაინტერესებულ კლუბებს, რომლებმაც უკვე მიმართეს კიდეც კაკაბაძის ტრანსფერზე, მკაფიო უარი განუცხადა. გარდა ამისა, “ნასტიკი” დამდეგ სეზონში მაღალ მიზნებს, მინიმუმ ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მოხვედრას ისახავს და ბუნებრივია, ამისთვის ჩვენებურიც სჭირდება.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, 22 წლის კაკაბაძემ დიდი პროგრესი განიცადა და გასული სეზონი დასამახსოვრებელი იყო მისთვის – 36 მატჩი, 1 გოლი, 6 საგოლე პასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109573