სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

1:40 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ცხადაძის მეორე გამარჯვება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა, წრიულ რბოლებში საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატის მესამე ეტაპს უმასპინძლა. დღეს ლეჯენდსის და ფორმულა „ალფას“ კლასებში თითო რბოლა ჩატარდა, რის შემდეგაც ჩემპიონატში საზაფხულო არდადეგები დაიწყო.

როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო გამოდგა ლეჯენდსის კლასის რბოლა. ბიძინაშვილმა და ცხადაძემ, რომლებმაც წინა რბოლა ყველაზე ადრე დაასრულეს (მაგრამ ვერ მოიგეს - ასეც ხდება), ამჯერად სტარტი უკანა რიგიდან აიღეს. მაგრამ ორიოდ წრეში ისინი უკვე ლიდერობისთვის იბრძოდნენ. რა თქმა უნდა, შოთა აფხაზავასთან ერთად.

პირველ წრეზე სწორედ აფხაზავა დაწინაურდა, რომელმაც რბოლის პოულიდან დამწყები რეზო ბიწაზე ჩამოიტოვა. მალე ბიძინაშვილმა და ცხადაძემაც გაიკაფეს გზა და ორ წრეში, ლიდერობისთვის უკვე ისინი ებრძოდნენ ერთმანეთს. მათგან არც ისე შორს, აფხაზავა ბიწაძის შეტევების მოგერიებას ცდილობდა.

საბოლოოდ, სწორედ ცხადაძისა და ბიძინაშვილის ბრძოლაში გაირკვა გამარჯვებული, ცხადაძემ მეტოქეს 0.080 წამით აჯობა და ისევე როგორც პირველ რბოლაში, ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. ოღონდ, ამჯერად რბოლის შემდეგ მსაჯებმა დარღვევა ვეღ არემოუჩინეს და გამარჯვება მასვე დარჩა. მესამე ადგილი კი აფხაზავამ დაიკავა, ვინც ბიწაძეს სულ რაღაც, 0.057 წამით აჯობა.

სამწუხაროდ, ტექნიკამ ამჯერადაც უმტყუნა კონსტანტინე კოლიაშვილს, რომელმაც ასპარეზობა მეორე წრეზე შეწყვიტა. ჯანკატ ჰურმოგლუს მანქანის მომზადება კი ვერ მოესწრო - მას პირველი რბოლისას ძრავი დაუზიანდა, რომლის გამოცვლაც ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, თურქული წარმოშობის გერმანელმა პილოტმა ფორმულა „ალფას“ კლასში იასპარეზა.

მის გარდა, სტარტზე კიდევ ერთი უცხოელი, ესპანელი ხაიმე აბრისკეტაც გამოვიდა. მაგრამ მათ რბოლაში თავის გამოჩენა ვერ შეძლეს. ამ რბოლაში ყველაზე სტაბილური სანდრო თავართქილაძე აღმოჩნდა, რომელმაც თანდათან გაიუმჯობესა პოზიცია და შუა გზაზე უკვე ლიდერი იყო. რბოლა სწორედ მისი გამარჯვებით დასრულდა.

უნდა ითქვას, რომ სანდროს სათადარიგო მანქანით გამოსვლამ მოუწია, რის გამოც, სტარტზე პელოტონის ბოლოს დადგა. ამის მიუხედავად, რბოლა უნაკლოდ ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა. მეორე ადგილი დავით რამიშვილმა დაიკავა, ვინც ფინიშთან სულ რაღაც, 0.138 წამით მიასწრო ირაკლი ჩხეიძეს.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში, მე-3 ეტაპი

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი, 10.06.2018

ფორმულა ალფა (10 წრე)

  1. სანდრო თავართქილაძე 17:59.405
  2. დავით რამიშვილი 12.962
  3. ირაკლი ჩხეიძე 13.100
  4. შოთა აფხაზავა 13.762
  5. დავით ბაგრატიონი 30.719
  6. ჯანკატ ჰურმოგლუ (გერმანია) 52.119
  7. ზაზა დუდაური 1:12.634
  8. ხაიმე აბრისკეტა (ესპანეთი) 2:16.741

ლეჯენდსი (რბოლა 2), 10 წრე

  1. სანდრო ცხადაძე 19:42.150
  2. არჩილ ბიძინაშვილი 0.080
  3. შოთა აფხაზავა 1.682
  4. რეზო ბიწაძე 1.739
  5. ვლადიმერ თაბაგარი 17.771
  6. კონსტანტინე კოლიაშვილი 8 წრე
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.115413
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X