სხვა

18:55 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები IOC-ის შტაბ-ბინაში მიიწვია

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმალოზანაში, IOC-ის შტაბ-ბინაში 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს, შეხვედრაზე მიიწვია ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და იაპონიის დელეგაციები. შეხვედრის მიზანია კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ დიალოგის გაგრძელება.

„ეს შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯი გახდება კორეის ნახევარკუნძლზე დიალოგის გასაგრძელებლად. პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის დელეგაციების ერთიანმა მსვლელობამ დაგვანახა ის, თუ რა როლი შეუძლია ითამაშოს ოლიმპიურმა მოძრაობამ მშვიდობის მისაღწევად. სპორტმა ხიდების აგება უნდა გააგრძელოს ადამიანების გასაერთიანებლად",- თომას ბახის განცხადებას ავრცელებს IOC-ის პრეს-სამსახური.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და იაპონიის წარმომადგენლები შერეულ გუნდებში გაერთიანდებიან და მაგიდის ჩოგბურთში საჩვენებელ მატჩს ჩაატარებენ.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111041