ისტორია

10:00 | 10.06.2018 | ნანახია 160 - ჯერ

10 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1959 – დაიბადა კარლო ანჩელოტი. იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა იტალიის ნაკრებში, “პარმაში”, “რომასა” და “მილანში”. “როსონერის” რიგებში ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი. იტალიის სამგზის ჩემპიონი და ამდენჯერვე თასის მფლობელი. მოგებული აქვს იტალიის სუპერთასი. მოპოვებული აქვს საკონტინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. მწვრთნელობისას “მილანს” 2003 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ამავე წლებში “როსონერი” ევროპის სუპერთასს დაეუფლა, 2007-ში კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი გახდა. ანჩელოტის წინამძღოლობით “მილანმა” იტალიის ჩემპიონობა (2004) და თასი (2003) მოიპოვა. 2003 წელს ანჩელოტი პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. 2009 წლიდან კარლო ანჩელოტი ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი იყო. მან “ლონდონელ არისტოკრატებს” 2010 წელს ინგლისის პრემიერლიგა და საფეხბურთო ასოციაციის თასი მოაგებინა. ეს “ჩელსის” ისტორიაში პირველი დუბლია. 2012-13 წლების სეზონში ანჩელოტი სათავეში პარიზის პსჟ-ს ედგა და გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახადა. მადრიდის “რეალს” 2014 წელს ჩემპიონთა თასი მოაგებინა. 2016 წლის ივნისიდან მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთელია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1934 - მსოფლიოს მეორე ჩემპიონატი ფეხბურთში (იტალია). ფინალური მატჩი. იტალია _ ჩეხოსლოვაკია 2:1 (დამატებითი დრო). ანგარიში ჩეხოსლოვაკიელმა პუჩიმ 76-ე წუთზე გახსნა. ორსიმ წონასწორობა 81-ე წუთზე აღადგინა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში, აპენინელებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სკიავიომ მოუტანა. რომში ჩატარებულ შეხვედრას 50 ათასი მაყურებელი დაესწრო. იტალია: კომბი, მონძელიო, ალემანდი, მონტი, ბერტოლანი, გუაიტა, მეაცა, სკიავიო, ფერარი, ორსი.

1955 - საფრანგეთის ქალაქ ლე მანის ავტორბოლის დროს, ერთ-ერთმა მრბოლმა მანქანით ჯებირი გაარღვია და მაყურებლებში შეიჭრა. ტრაგიკული ინციდენტის შედეგად დაიღუპა 83 ადამიანი, მათ შორის პილოტიც.

1961 - სანდრო მაცოლას სერია A-ში დებიუტი ჰქონდა 1961 წლის 10 ივნისს, ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში მილანელები 1:9 დამარცხდნენ.

1962 - ჩილეს მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალები: ჩილე _ საბჭოთა კავშირი 2:1; იუგოსლავია _ გფრ 1:0; ბრაზილია _ ინგლისი 3:1. 1968. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალის გადათამაშება. იტალია _ იუგოსლავია 2:0. გოლები რივამ და ანასტაზიმ გაიტანეს. რომის ოლიმპიურ სტადიონზე თამაშს 55 ათასი მაყურებელი დაესწრო. იტალია: ძოფი, ბურგნიჩი, გუარნერი, სალვადორე, ფაკეტი, დე სისტი, როზატო, მაცოლა, დომენგინი, ანასტაზი, რივა.

1968 - რომის ოლიმპიურ სტადიონზე 32 886 მაყურებლის თანდასწრებით ევროპის ჩემპიონატის ფინალის გადათამაშება ჩატარდა. იტალიამ იუგოსლავიას 2:0 მოუგო (პირველი მატჩი 1:1 დასრულდა) და კონტინენტის საუკეთესო ნაკრების ტიტული მოიპოვა.

1970 - მექსიკის მეცხრე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: სსრკ _ სალვადორი 2:0; ორივე გოლი ბიშოვეცმა გაიტანა. ქართველთაგან მატჩში მონაწილეობა მიიღეს ანზორ კავაზაშვილმა, რევაზ ძოძუაშვილმა, მურთაზ ხურცილავამ და კახი ასათიანმა (იგი მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა). რუმინეთი _ ბრაზილია 2:3; პერუ _ გფრ 1:3.

1971 - თეირანის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირში, თბილისის “დინამომ” ადგილობრივი “პასი” 1:0 დაამარცხა. გოლი დავით ყიფიანმა გაიტანა.

1978 - არგენტინის მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: იტალია _ არგენტინა 1:0; საფრანგეთი _ უნგრეთი 3:1; ტუნისი _ გფრ 0:0; მექსიკა _ პოლონეთი 1:3.

1978 - არგენტინის მუნდიალის მატჩზე საფრანგეთისა და უნგრეთის ნაკრებები ერთნაირი ფორმიღ გამოცხადნენ, სარეზერვო ეკიპირება კი არც ფრანგებს აღმოაჩნდათ და არც უნგრელებს. საბოლოოდ ფრანგებმა ადგილობრივი კლუბის “ატლეტიკო კიმბეირას” ფორმა გამოიყენეს.

1981 - ინგლისელმა მძლეოსანმა სებასტიან კოემ ფლორენციაში 800 მეტრ დისტანციაზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:41,73).

1986 - მექსიკის მეცამეტე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: არგენტინა _ ბულგარეთი 2:0; იტალია _ სამხრეთ კორეა 3:2.

1988 - გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის მერვე ჩემპიონატი გაიხსნა. გფრ-იტალია 1:1. გოლები რობერტო მანჩინიმ და ანდრეას ბრემემ გაიტანეს. შეხვედრას 68 400 მაყურებელი დაესწრო.

1990 - იტალიის მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ბრაზილია _ შვედეთი 2:1; გფრ _ იუგოსლავია 4:1.

1996 - ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი-ოფის ფინალში, “კოლორადო ეველენშმა” “ფლორიდა პანტერზი” დაამარცხა და სტენლის თასი მოიპოვა.

1998 - საფრანგეთის მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ბრაზილია _ შოტლანდია 2:1;

2002 - მსოფლიოს მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (კორეა-იაპონია). ჯგუფური ეტაპი: სამხრეთ კორეა _ აშშ 1:1; ტუნისი _ ბელგია 1:1.

2006 - მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ჯგუფური ეტაპი: ინგლისი _ პარაგვა 1:0; ტრინიდადი _ შვედეთი 0:0; არგენტინა _ კოტ დივუარი 2:1

2006 - რაგბისტთა ერთა თასის გათამაშების მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ჩეხეთის გუნდი დაამარცხა (24:3).

2008 - ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთმა რუსეთს 4:1 მოუგო. დავიდ ვილამ ჰეთ-თრიკი შეასრულა. შვეციამ კონტინენტის მოქმედ ჩემპიონს საბერძნეთს 2:0 მოუგო.

2009 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ტირანაში ალბანეთთან ტესტ-მატჩი ჩაატარა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ქართველთაგან გოლი ლადო დვალიშვილმა გაიტანა. ნაკრებს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1927 - ლადისლაო კუბალა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომლმაც სამი ეროვნული ნაკრების (უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, ესპანეთი) რიგებში ითამაშა. კუბალას წინაპრები სლოვაკები, უნგრელები და პოლონელები იყვნენ, თავად კი, თავი “მსოფლიოს მოქალაქედ” მიაჩნდა. 1950 წლის მუნდიალზე ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავდა. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი, გაიტანა 11 გოლი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი (4 გოლი), უნგრეთის ეროვნულ გუნდში კი 3-ჯერ იასპარეზა. კატალონიის ნაკრების 4 მატჩში გაიტანა 4 გოლი. აღიარებულია “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ. “კამპ ნოუზე” იგი 1951-61 წლებში გამოდიოდა და გუნდის 329 მატჩში გაიტანა 256 გოლი. ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ხუთჯერ მოიპოვა ესპანეთის (გენერალისიმუსის) თასი. ორჯერ მოიგო ბაზრობათა თასი. წვრთნიდა “ბარსელონასა” (1961-63, 1980-82) და ესპანეთის (1969-80) ნაკრებს. 1982 წელს “ბარსელონას” თასების თასი მოაგებინა. 1992 წელს წვრთნიდა ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებს და გუნდი ბარსელონას თამაშების ჩემპიონი გახადა. ლადისლაო კუბალა 2002 წელს გარდაიცვალა.

1943 - ხენკ ვერი. 1960-70-იან წლებში როტერდამის “ფეიენოორდის” ფორვარდი. ჩემპიონთა და უეფას თასების მფლობელი. მოგებული აქვს ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. ჰოლანდიის ოთხგზის ჩემპიონი.

1951 - ბურგლინდე პოლაკი. ყოფილი გდრ-ის წარმომადგენელი მძლეოსანი. ათჭიდში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1955 - გიგლა (გია) იმნაძე. თბილისის და ბათუმის “დინამოს,” ლანჩხუთის “გურიას” გოლკიპერი. 1981 წელს, როდესაც თბილისის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში გაიმარჯვა, გია იმნაძე ოთარ გაბელიას სათადარიგო მეკარე იყო. წვრთნიდა “გურიას” და საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულ ნაკრებს.

1959 - კარლო ანჩელოტი. იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა იტალიის ნაკრებში, “პარმაში”, “რომასა” და “მილანში”. “როსონერის” რიგებში ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი. იტალიის სამგზის ჩემპიონი და ამდენჯერვე თასის მფლობელი. მოგებული აქვს იტალიის სუპერთასი. მოპოვებული აქვს საკონტინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. მწვრთნელობისას “მილანს” 2003 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ამავე წლებში “როსონერი” ევროპის სუპერთასს დაეუფლა, 2007-ში კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი გახდა. ანჩელოტის წინამძღოლობით “მილანმა” იტალიის ჩემპიონობა (2004) და თასი (2003) მოიპოვა. 2003 წელს ანჩელოტი პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. 2009 წლიდან კარლო ანჩელოტი ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი იყო. მან “ლონდონელ არისტოკრატებს” 2010 წელს ინგლისის პრემიერლიგა და საფეხბურთო ასოციაციის თასი მოაგებინა. ეს “ჩელსის” ისტორიაში პირველი დუბლია. 2012-13 წლების სეზონში ანჩელოტი სათავეში პარიზის პსჟ-ს ედგა და გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახადა. მადრიდის “რეალს” 2014 წელს ჩემპიონთა თასი მოაგებინა. 2016 წლის ივნისიდან მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთელია.

1961 - ვიქტორ კუზნეცოვი. რუსი ძალოსანი. გამოდიოდა 100 კგ წონით კატეგორიაში. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1966 - დევიდ პლატი. 1980-90-იანი წლების მიჯნაზე ინგლისის ნაკრების კაპიტანი და ნახევარმცველი. ნაკრების 62 მატჩში გაიტანა 7 გოლი. 1990 წელს დაასახელეს ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელად. ინგლისის ჩემპიონი, ინგლისისა და უეფას თასების მფლობელი.

1969 - რონი იონსენი. 1990-2000-იანი წლების ნორვეგიის ნაკრების მცველი. ნაკრების 61 მატჩში გაიტანა 3 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “მანჩესტერ იუნაიტედში”. 1999 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი. ინგლისის ოთხგზის ჩემპიონი და საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი.

1982 - ტარა ლიპინსკი. ამერიკელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. მოპოვებული აქვს ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონობა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.057393