ფეხბურთი

20:15 | 8.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პრემიერლიგის გუნდები ზამთარში დაისვენებენ

2019/20 წლების სეზონიდან პრემიერლიგაში ზამთრის შესვენება იქნება. როგორც ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდები თებერვალში ორი კვირის განმავლობაში დაისვენებენ.

პრემიერლიგის ტური გაიყოფა და პირველ არასამუშაო დღეებზე ხუთი მატჩი გაიმართება, ხოლო შემდეგ კვირას - ასევე ხუთი. ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდი კი შუა კვირაში გადაიწევს. ქვედა დივიზიონის შეხვედრების განრიგი კი არ შეიცვლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110224