ფეხბურთი

23:20 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" დუგლას კოშტა გამოისყიდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი დუგლას კოშტა "იუვენტუსის" სრულფასოვანი წევრი გახდა. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ტურინელებმა ფეხბურთელის იჯარის დასრულების შემდეგ გამოსყიდვის უფლება გამოიყენეს და მიუნხენის "ბაიერნს" კოშტას სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადეს.

დუგლასმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გააფორმა. გასულ სეზონში იჯარის წესით მოთამაშე ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 47 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიურ გუნდში თამაშის პერიოდში კოშტას სატრანსფერო ღირებულება 30-დან 55 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.294482