ფეხბურთი

21:44 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"კალიარი" მარანს ჩააბარეს

"კალიარის" მომდევნო ორი წლის განმავლობაში როლანდო მარანი გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. იტალიელი სპეციალისტი ახალ გუნდში მოღვაწეობას პირველი ივლისიდან შეუდგება.

მარანი 2014 წლიდან 2018 წლის აპრილამდე "კიევოს" თავკაცობდა. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 148 მატჩში 44 მოიგო და 40 ფრედ დაასრულა. "კალიარი" კი გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 39 ქულით მე-16 ადგილზე გავიდა.

0.109994