ფეხბურთი

15:49 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოკა-კოლას თასი 2018 - რეგიონის გამარჯვებული გუნდები კვარიათში მიემგზავრებიან

კოკა-კოლას თასის 2018 წლის გათამაშების რეგიონული გამარჯვებულები მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ სკოლაში უკვე გამოვლინდნენ. გოგონათა საუკეთესო 12 გუნდი 10 ივნისიდან შეკრებას აჭარაში - კვარიათში გაივლის. 11 ივნისიდანრეგიონის გამარჯვებული გუნდები საუკეთესოს გამოსავლენად ურთიერთშეხვედრებს ჩაატარებენ, ხოლო 13 ივნისსბათუმში, გოგონათა ფინალი გაიმართება, სადაც კოკა-კოლის თასის მფლობელი გუნდი გახდება ცნობილი.

კოკა-კოლას თასისთვის კვარიათში გოგონათა შემდეგი გუნდები იასპარეზებენ:

თბილისი - N146 საჯარო სკოლა

სამეგრელო - ცხუმარის საჯარო სკოლა

იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმი- ჯალაურთის საჯარო სკოლა

კახეთი - ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი - კლდის საჯარო სკოლა

აჭარა - ბათუმის N4 საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი - მუხრანის N1 საჯარო სკოლა

აფხაზეთი - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა

შიდა ქართლი - ოსიაურის საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი - დიდი დმანისის საჯარო სკოლა

გურია - ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზია

სამაჩაბლო - მეჯვრისხევის საჯარო სკოლა

15 ივნისიდან, კვარიათში უკვე ვაჟთა საუკეთესო რეგიონული გუნდები გაივლიან შეკრებას. 16 გუნდიდან თასის მფლობელის გამოსავლენად თამაშები 16 ივნისს დაიწყება, ხოლო ფინალი 19 ივნისს, ბათუმის დინამოს განახლებულ ბაზაზე - ანგისაზე ჩატარდება.

თბილისი - N207 საჯარო სკოლა

თბილისი - N130 საჯარო სკოლა

თბილისი - N146 საჯარო სკოლა

თბილისი - N174 საჯარო სკოლა

სამაჩაბლო - ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა

სამეგრელო - ზუმის საჯარო სკოლა

რაჭა-ლეჩხუმი - ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა

იმერეთი - ქუთაისის N31 საჯარო სკოლა

კახეთი - ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის N5 საჯარო სკოლა

გურია - ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი - მუხრანის N1 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი - კოდის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი - ხაშურის N8 საჯარო სკოლა

აჭარა - ბათუმის N10 საჯარო სკოლა

აფხაზეთი - აფხაზეთის N15 საჯარო სკოლა

GFF.GE

0.114315