სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:28 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები, შეფასება: ჩაჭრილები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია ლუქსემბურგში დაასრულა. “ჯვაროსნებმა” ვერ შეძლეს მეტოქის დაჯაბნა განახევრებული და შესუსტებული შემადგენლობით. ამას თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ მხოლოდ დანაკლისზე გადაბრალებაც არ იქნება მართებული.

გუშინ მოედანზე იყვნენ ფეხბურთელები, რომელთაც ბევრი ჰქონდათ დასამტკიცებელი (ნაკრებში თამაშს რომ იმსახურებენ), თუმცა გამოცდა უმეტესმა მათგანმა ვერ ჩააბარა – ჩაიჭრნენ.

საქართველოს ნაკრებმა არამარტო ტაბლოთი წააგო, არამედ ამჯერად თამაშის ხარისხიც ვერ უძლებდა კრიტიკას. თითქოს მოედანზე მყოფმა ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. ვთქვათ, ეს შეუთამაშებლობას დავაბრალოთ, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე – 90 წუთში შეუთამაშებელი გუნდიც უნდა აკეთებდეს, 2-3 ნორმალურ შეტევას...

დანაკლისი კი მართლაც უდიდესი იყო, ფაქტობრივად ერთი გუნდი, რომელთა უმეტეს ნაწილს ვაისი ძირითად შემადგენლობაში უნდა მოიაზრებდეს: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, სოლომონ კვირკველია, ჯემალ ტაბიძე, ვაკო გვილია, ნიკა კვეკვესკირი, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ქვილითაია, ლევან მჭედლიძე, გიორგი მერებაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე...

თუმცა, ახლა ჩვენ იმათ თამაშს შევაფასებთ, ვინც “სტად ჟოზე ბართელზე” იმყოფებოდნენ:

გიორგი მაკარიძე 6.5 – საქართველოს ნაკრების რიგებში ალბათ საუკეთესო. გიორგის დიდი ხანია მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ ეს მის გუშინდელ თამაშს დიდად არ დასტყობია. ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა გუნდი და გამოსვლებზეც დამაჯერებელი იყო. აი, გოლის ეპიზოდში კი მისი ბრალეულობა ყველაზე ნაკლებია.

ჯაბა ჯიღაური 5 – ჯიღაურმა, რომელიც შემტევია, მისთვის უჩვეულო, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა. მატჩის დასაწყისში ორი მწვავე ჩაწოდებაც განახორციელა, მაგრამ მერე გამოცდა ვერ ჩააბარა. მეტიც, სუსტი წერტილი გახლდათ მარჯვენა ფლანგი და გოლის ეპიზოდმაც განვითარება სწორედ აქედან ჰპოვა.

დავით ხოჭოლავა 5.5 – ორი ხოჭოლავა ვიხილეთ: ცენტრალური მცველის პოზიციაზე დამაჯერებელი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ვაისის ტაქტიკური გადანაცველის შედეგად, საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა. აქ უკვე კარგად გამოჩნდა, რომ მისი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ, დაცვის ცენტრშია...

გურამ კაშია 6 – გურამ კაშია ერთ-ერთია, რომელიც ჩვენი ნაკრების რიგებში სტაბილურ სახეს ინარჩუნებს. ახლაც ასე იყო. გოლის ეპიზოდში სცადა დარტყმის დაბლოკვა, მაგრამ ოდნავ დააგვიანა.

გიორგი ნავალოვსკი 5.5 – სუსტი შეხვედრა ჩაატარა ნავალოვსკიმ. როგორც ჩანს, გიორგის დაეტყო კლუბში უთამაშებლობა. ნავალოვსკი ვერც შეტევაში ერთვებოდა დროულად, ეფექტურად და გაშვებულ გოლშიც არის მისი წვლილი.

გიორგი აბურჯანია 5.5 – გიორგი აბურჯანიას შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ. თუმცა, კლუბში სათამაშო პრაქტიკის არქონამ გავლენა აშკარად იქონია. მალტასთან ბევრად უკეთ ირჯებოდა, თუმცა, ამჯერად პროდუქტიული არ ყოფილა. კარგი იქნება როგორც მისთვის, ისე ნაკრებისთვის, ზაფხულში გუნდს თუ შეიცვლის. აბურჯანიამ 56 წუთი ითამაშა.

ჯაბა კანკავა 6 – ნაკრების კაპიტანი ტრადიცულად კარგი იყო შეტევების ჩაშლასა და ბურთის ართმევაზე. მოედანზე “ფანტაზისტა” ნახევარმცველის არარსებობის გამო, თვითონ უწევდა ხშირად შეტევების წამოწყება, მაგრამ დიდად არაფერი გამოუვიდა.

გიორგი ბერიძე 5 – გიორგი ბერიძეს შანსი მიეცა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ გამოიყენა. ყოველშემთხვევაში 45 წუთი, რომელიც მან მოედანზე გაატარა, ერთ რამეზე მეტყველებს – ნაკრებისთვის ჯერ მზად არაა. ბერიძეს ერთ ეპიზოდში მიეცა კარგი შანსი, თუმცა ვერ გამოიყენა, ბურთი საკმაოდ წინ გაიგდო და კარში დარტყმის ნაცვლად, ოდენ ჩაწოდება მოახერხა, რომელსაც ხიფათი აღარ მოჰყოლია.

გიორგი ხარაიშვილი 5 – ხარაიშვილი მოედანზე 56 წუთი იყო. “გეტებორგის” შემტევმა პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში და ბუნებრივია, ნერვიულობდა. მატჩის დასაწყისში შორი მანძილიდან ჩვეულ სტილში გაისროლა, მაგრამ არაზუსტად. შემდგომ კი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალზე დაბალი გახლდათ.

ვახტანგ ჭანტურიშვილი 5 – ჭანტურიშვილს ორივე სპარინგში მიეცა საკმაო დორ თავის გამოსაჩენად, მაგრამ... ტრნავას “სპარტაკის” შემტევი საკმაოდ ცუდად მოქმედებდა რიგ ეპიზოდებში. მიუხედავად იმისა, რომ გამწვავება რამდენჯერმე სცადა, ხოლო დასაწყისში საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოაც დაარტყა, მაგრამ მთლიანობაში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს აშკარად მეტი მოეთხოვება.

ნიკა კაჭარავა 4.5 – კაჭარავასგან ბევრად ნაყოფიერი თამაშები გვახსოვს. სამწუხაროდ, ასე არ იყო “სტად ჟოზი ბართელზე”. ნიკა საკმაოდ ინერტულად ირჯებოდა და ვერც მეორე სართულიდან მოიტანა ხეირი. რამდენჯერმე მოვლენებს დაასწრო და თამაშგარეში დარჩა, რამაც შეტევის ჩაშლა გამოიწვია. პირველი ტაიმის ბოლოს კი, დრიბლინგით სცადა მეკარესთან პირისპირ გასვლა, მაგრამ არ გამოვიდა.

საბა ლობჟანიძე 4.5 – საბა ლობჟანიძე თამაშში მოერე ტაიმის სტარტიდანვე ჩაერთო და ვაისი აშკარად იმედოვნებდა, რომ ამ სვლით შეტევას გააძლიერებდა. თუმცა, შეცდა. საბა აშკარად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე და რამდენჯერმე ელემენტარულ სიტუაციაში, პასის გაკეთების დროს უხეშად შეცდა. ყოველშემთხვევაში ეს ნამდვილად არ ყოფილა ის საბა ლობჟანიძე, რომელიც დანიის ჩემპიონატის ბოლო ტურებიდან გვახსოვს. ეროვნულ ნაკრებში დასამკვიდრებლად მას ბევრად მეტი შრომა მოუწევს. თანაც მის პოზიციაზე კონკურენცია საკმაოდაა.

ლაშა დვალი 5.5 – ლაშა დვალმა ამჯერად ჩვეულ, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა. თუმცა, გოლის ავტორ იოახიმთან დაიჩაგრა. ლუქსემბურგელმა შემტევმა ჯერ მეორე სართულზე აჯობა და მაკარიძემ გვიხსნა, ხოლო მერე ფეხით თამაშში დაასწრო და გოლიც გავიდა. როდესაც იოახიმი შეცვალეს, დვალს თავისუფლება უფრო მეტად მიეცა.

ოთარ კიტეიშვილი 6 – განვლილი ორი სპარინგის ნათელი წერტილი. კარგი იქნებოდა ოთარს პირველივე წუთიდან დაეწყო თამაში. მეორე ტაიმში ყველაზე რეალური საგოლე შანსიც თვითონ შექმნა, როდესაც ტექნიკურად ითამაშა, თუმცა მეკარემ აჯობა.

ბუდუ ზივზივაძე 5 – ზივზივაძე თამაშში 62-ე წუთიდან ნიკა კაჭარავას ნაცვლად ჩაერთო, მაგრამ არაფერი შეცვლილა, შეტევამ სიმწვავე ვერ მიიღო. “დინამოს” ფორვარდმა მასპინძელ მცველებთან თითქმის ყველა ორთაბრძოლა წააგო და უფერული მატჩი ჩაატარა.

ლაშა შერგელაშვილი შ.გ – შერგელაშვილმა ოდენ 11 წუთი ითამაშა და შეფასებისგან თავს შევიკავებთ.

ლევან გეგეჭკორი შ.გ – “რუსთავის” მარჯვენა მცველი მოედანზე ბოლო წუთზე გამოჩნდა. შესაბამისად, შესაფასებელიც არაფერია.

ვლადიმირ ვაისი 4.5 – დავიწყოთ იქედან, რომ ვაისს უაღრესად მძიმე საკადრო პრობლემები ჰქონდა. თუმცა, არსებულ მოცემულობაშიც შეეძლო უკეთესი დასკვნებით გაკეთება. აშკარად არ გაამართლა ორმა სვლამ: ჯიღაურის მარჯვენა მცველობამ და ხოჭოლავას საყრდენობამ. თუმცა, ამასაც მოეძებნება ახსნა – აბურჯანიას შემცვლელი უბრალოდ არ იჯდა სათადარიგო სკამზე, ხოლო ჯიღაური ახალ პოზიციაზე გამოსცადა. ალბათ, ოფიციალურ მატჩებში მსგავს სვლებს აღარ გააკეთებს, ახლა მთავარი ესაა. სლოვაკის მინუსად უნდა ჩავთვლოთ ოთარ კიტეიშვილის თადარიგში დატოვება, როდესაც ე.წ ფანტაზიორი ფეხბურთელების ნაკლებობა აშკარად იყო მოედანზე, ოთარი აშკარად მისწრება იქნებოდა... საბოლოო ჯამში ვაისის აქტივში განვლილ ორ სპარინგს ვერ შევიტანთ და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ, სერიოზული საკადრო პრობლემებით იყო გამოწვეული, რადგან ერთა ლიგა კარს მოგვადგა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113143
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X