ფეხბურთი

13:25 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: უმტიტი "ბარსელონაში" რჩება

კატალონიის “ბარსელონამ” და სამუელ უმტიტიმ თანამშრომლობა განაახლეს. როგორც კატალონური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ამრიგად, 24 წლის ფეხბურთელი ზაფხულში გუნდს არ შეიცვლის. საერთოდაც, უმტიტი “ბლაუგრანას” შესანიშნავად მოერგო და დაცვის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა.

შეგახსენებთ, სამუელ უმტიტი “ბარსელონამ” 2016 წელს “ლიონიდან” შეიძინა. გასულ სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა 40 შეხვედრაში დაიცვა და 1 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114469