ფეხბურთი

2:30 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "ლუქსემბურგთან გამარჯვებას ვგეგმავთ"

საქართველოს ნაკრებს ოთარ კაკაბაძე შეუერთდა, რომელიც მალტასთან მატჩში გუნდს ვერ დაეხმარა. მიზეზი კი, ტარაგონას "ხიმნასტიკში" ყოფნა და ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურში თამაში გახლდათ. 22 წლის ქართველი მცველი უკვე შეუერთდა "ჯვაროსნებს" და ლუქსემბურგთან შეხვედრისთვის ემზადება.

სფფ-ის პრესსამსახურთან საუბარში ოთარმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"საწვრთნელი შეკრების ბოლო ამხანაგური მატჩისთვის ვემზადებით, ამაღლებული განწყობა გვაქვს და გამარჯვებას ვგეგმავთ. მნიშვნელოვანი საკლუბო მატჩების გამო, პირველ თამაშში არ მიმიღია მონაწილეობა, უკვე ნაკრებთან ერთად ვარ და ლუქსემბურგთან მატჩისთვის სრულად მობოლიზებული ვარ", - განაცხადა ოთარ კაკაბაძემ.

ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.

0.11094