ფეხბურთი

22:12 | 3.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

U21: საქართველო უელსთან დაზავდა

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა უელსელ თანატოლებთან სპარინგი გამართა. თბილისში, “მიხეილ მესხზე” გამართული შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-12 წუთზე ბექა მიქელთაძემ 25 მეტრიდან ულამაზესი გოლი შეაგდო და უელსელი კიპერი სტატისტის როლში დატოვა. თუმცა, გია ცეცაძის გუნდმა უპირატესობა პირველივე ნახევარში გაანიავა. ჯერ იყო და საეჭვო ვითარებაში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მორელმა გოლად აქცია, ხოლო 35-ე წუთზე ჰარისმა მეორედ დაამწუხრა მასპინძლები.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე ნახევარში თამაშის გადარჩენისკენ გაიწია და მიზანს ბოლოსკენ უწია. 85-ე წუტზე მიქელთაძემ პენალტი უზადოდ შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:2.

საქართველოსა და უელსის 21 წლამდე ნაკრებები თბილისში, 6 ივნისს მეორედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. აღნიშნული მატჩიც 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველო (U21) - უელსი (U21) 2:2 (1:2)

გოლები: 1:0 მიქელთაძე (12), 1:1 მორელი (31, პენ), 1:2 ჰარისი (35), 2:2 მიქელთაძე (85, პენ)

0.116473