ფეხბურთი

21:28 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" მზადაა იკარდი 110 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმოს

მილანის "ინტერს" და მაურო იკარდის შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება შეწყდა. როგორც Mediaset Premium-ი იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა შემოთავაზების შემთხვევაში ფეხბურთელი 110 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდოს.

მილანელებს სურთ ფინანსური ფეირ პლეის წესები დაიცვან და 30 ივნისამდე შემოსავლის სახით 50 მილიონი ევროს დაფიქსირება სურთ. იკარდის გამოსასყიდი თანხა უცხოური კლუბებისთვის 110 მილიონი ევროა.

იკარდი "ინტერში" 2013 წელს "სამპდორიადან" გადავიდა. გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა იტალიის ჩემპიონატში 34 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

0.119301