ფეხბურთი

15:35 | 1.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მსაჯთა აკადემია“- მეორე ნაკადის მიღება დაიწყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია „მსაჯთა აკადემიის“ მეორე ნაკადზე მსურველთა მიღებას იწყებს. მსაჯთააკადემიაში სწავლა სრულად უფასოა კურსის მონაწილეთათვის. მსურველთა განაცხადების მიღება 1 ივნისიდან დაიწყო.

თუ გსურთ, გახდეთ „მსაჯთა აკადემიის“ მონაწილე და დაეუფლოთ მსაჯის პროფესიას, შეავსეთ განაცხადი 15 ივნისამდე სპეციალურად პროგრამისათვის შექმნილ ვებ-გვერდზე www.msaji.ge

განაცხადების მიღების შემდეგ პროგრამაში მონაწილეობის კანდიდატები შესაბამის გასაუბრებას გაივლიან. კურსანტისაკადემიაში მოხვედრის შემდეგ - მომზადება, ეკიპირება და სასწავლო მასალები უფასოა. სწავლის დამთავრების შემდეგგექნებათ რეალური შანსი დაიწყოთ სამსაჯო კარიერა!

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დარეკოთ 577 990 940.

შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოში, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კურსის მონაწილეთათვისსრულიად უფასო მსაჯთა აკადემია 2017 წლის მიწურულს გაიხსნა. პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარებისფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე მსაჯთა აკადემიას პირველი კურსდამთავრებულები უკვე ჰყავს.

GFF.GE

0.124532