ფეხბურთი

23:30 | 30.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” არგენტინელი მცველი გამოისყიდა

“ფიორენტინამ” არგენტინელი ცენტრალური მცველის, ჟერმენ პაცელიას სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

26 წლის ფეხბურთელი აწ უკვე დასრულებულ სეზონში “იების” რიგებში იჯარით თამაშობდა, ხოლო ხელშეკრულება “ბეტისთან” აკავშირებდა. “ფიორენტინამ” არგენტინელი უკანახაზელი 9 მილიონ ევროდ გამოისყიდა და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

პაცელიამ გასულ სეზონში “იების” მაისური 35-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119755