ფეხბურთი

18:14 | 30.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, „ლოკომოტივსა“ და UNFPA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივსა“ და UNFPA - გაეროს რეპროდუქციულიჯანმრთელობისა და უფლებების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ფეხბურთისფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, „ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა და UNFPA-სწარმომადგენელმა თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორმა, კარლ კულესამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის შესაბამისად მხარეები ორი ძირითადი მიმართულებით ითანამშრომლებენ: მამაკაცების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მისაღწევად და გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოზარდიგოგონების გაძლიერებისათვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერულითანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესშიმამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ახალგაზრდების გაძლიერებასა და მათიპოტენციალის რეალიზებას.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ფეხბურთში გოგონების ჩართულობის წახალისებას, სპორტში თანასწორობისდამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას UNFPA-ს მიერ დანერგილი დააპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერებისამაღლების გზით.

თანამშრომლობის ოფიციალური დაწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შეაფასა. ლევანკობიაშვილის თქმით, მემორანდუმის გაფორმება არის სტარტი დიდი მასშტაბური ურთიერთობისა, რომელიცსაფეხბურთო სფეროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის ჩამოყალიბდება.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის უკვე არსებული თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება. ჩვენ გვჯერა, რომ ფეხბურთისოციალური მოვლენაა და მას საზოგადოებისთვის ბევრი სასიკეთო ცვლილების მოტანა შეუძლია. გაეროს მოსახლეობისფონდთან თანამშრომლობა, არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ერთობლივი ძალებით მივაღწიოთ მამაკაცებისჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მისაღწევად და გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციისხელშეწყობას მოზარდი გოგონების გაძლიერებისათვის,“- აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ლევან კობიაშვილმა თბილისის ლოკომოტივის აქტიურ ჩართულობაზეც ისაუბრა და მათ, გამოვლენილი მაღალისოციალური პასუხისმგებლობისათვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და UNFPA-ს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. ერთობლივიძალისხმევით, 2017 წელს ჩატარდა „მამების თასი“, ხოლო 2018 წლის მაისში „ეროვნული ლიგის“ ფეხბურთელებიშეუერთდნენ კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც მიმდინარეობს UNFPA-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანასურიხელშეწყობით ხორციელდება.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111916