სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:33 | 30.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვინ არიან "დინამოში" სინჯებზე მყოფი ესპანელები?

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში, “დინამო” თბილისში ესპანელი ფეხბურთელები ისინჯებიან. ამის შესახებ დედაქალაქური გუნდის ვებგვერდმა ჯერ კიდევ გუშინ გვაცნობა.

ესენი არიან: კარლეს მასი, ალექსანდერ კიერემე და ბორის გაროსი. ვეცდებით, ცოტა უფრო ახლო ხედით ვისაუბროთ მათ შესახებ:

კარლეს მასი 25 წლის ცენტრალური მცველია, რომელსაც კარიერის უმეტესი ნაწილი "ჟირონაში” აქვს გატარებული. 2013-2017 წლებში კატალონელთა ღირსება მან 26 მატჩში დაიცვა და გოლი ერთხელ გაიტანა. თუმცა, გასულ ზაფხულს, როდესაც გუნდმა ლა ლიგის საგზური მოიპოვა, ესპანეთის მესამე დივიზიონის ბინადარ “გავაში” იჯარით მოუწია გადაბარგება. მასმა აქ 12-ჯერ ითამაშა და გოლის გატანა ერთხელ შეძლო.

29 წლის ბორის გაროსი თავდამსხმელია და გასული სეზონი ასევე მესამე დივიზიონში, კერძოდ, “რეკრეატივო უელვაში” გაატარა. 37 თამაში და 10 გოლი – ასეთი მაჩვენებლით დაასრულა სეზონი. კიდევ უფრო წარმატებით ითამაშა შარშან, როდესაც “გავას” რიგებში 38 თამაშში 25 გოლის გატანა მოასწრო. მანამდე თამაშობდა “ოსპილანტეში”, “პრატსა” და “სან ანდრესში”.

22 წლის ნახევარმცველი ალექს კიერემე კი განაშია დაბადებული, თუმცა ორმაგ მოქალაქეობას ფლობს (განის და ესპანეთის). კარიერაც სწორედ პირინეის ნახევარკუნძულზე დაიწყო, “ალბასეტეს” აკადემიაში. თუმცა, ძირითად გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და გასული სეზონი მანაც მესამე დივიზიონის ბინადარ “გავაში” გაატარა.

მოკლედ, როგორც ხედავთ, სამივე ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ “გავადან” შეუერთდა “დინამოს”. მათი საქართველოში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ახლო მომავალში გაირკვევა, როდესაც სამწვრთნელო შტაბი ვარჯიშებზე დააკვირვების შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119193