ფეხბურთი

16:46 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფას მწვრთნელთა PRO-ლიცენზია - მეორე მოდული დაიწყო

უეფას მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამის PRO-ლიცენზიის კურსი 29 მაისს სასტუმრო მოხალისეში განახლდა. ლიცენზიის მაძიებლები საგანმანათლებლო პროგრამის მეორე მოდულს გაივლიან. დღის პირველ ნახევარში მონაწილეებმა გასული მოდულის სასწავლო პროგრამა შეაჯამეს და ახალ ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელი ინფორმაცია მიიღეს.



დღესვე, ლიცენზიის მაძიებლებმა პროგრამის სოციალური აქტივობის ფარგლებში, ერთმანეთს შორის ამხანაგური თამაში გამართეს.
მეორე მოდულის პირველი დღის დასასრულს მონაწილეები სწავლას განაახლებენ, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავს.

კურსის მიმდინარეობას აკვირდება თბილისში სწორედ ამ მიზნით მყოფი უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი გენადი სკურტული, რომელიც საქართველოში კვირის ბოლომდე დარჩება.

GFF.GE

0.115933