ფეხბურთი

2:11 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები სპარინგებისთვის მზადებას განაგრძობს (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრები მოახლოებული ორი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, ავსტრიულ შეკრებას ოთხი ფეხბურთელი, გიორგი ხარაიშვილი, ბექა ვაჩიბერაძე, ლაშა შერგელაშვილი და გიორგი ბერიძე შეუერთდნენ.

ამრიგად, ახლა ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია და სწორედ ისინი მოემზადებიან 1 ივნისს, იქვე, ავსტრიაში, მალტის ნაკრებთან სპარინგისთვის.

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები 5 ივნისს, ლუქსემბურგში ადგილობრივი ქვეყნის მთავარ გუნდსაც გაეჯიბრება.

0.115719