თამაშგარე

16:17 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარა გააბრაზეს

მილანის “ინტერის“ არგენტინელი ფორვარდის, მაურო იკარდის მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანა-არწაყვანა მთელს საფეხბურთო მსოფლიოში დიდი განსჯის საგანი იყო და ცხადია ამ ოცობოდიას მაუროს ეპატაჟურ მეუღლეზე და აგენტზე - ვანდა ნარაზე უკვალოდ არ ჩაუვლია. ვანდას უთქვამს - ჩემს ქმარს ვინც დაჩაგრავს, ისე ვუზამ, კაკლის დამტვრევის სხვადასხვა მეთოდები მოიფიქრონო.

მიუხედავად იმისა, რომ ვანდა ნარას ვინაობის არმცოდნე ადამიანი თითქმის არ გვეგულება, მაინც შეგახსენებთ რომ ეს ის ქალია, რომელიც თავის დროზე მაურო იკარდის ყოფილი მეგობრის და თანაგუნდელის, მაქსი ლოპესის ცოლი იყო და ამის მერე ისე აღმოჩნდა იკარდის სარეცელში - ერთი თვალი არ დაუხამხამებია.

ვანდას შესახებ ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ შემთხვევით არაა თავისი ქმრის აგენტი. ამ ქალს ფეხბურთიც ძალიან კარგად ესმის და ისიც არ ეშლება, იკარდისათვის სარფიანი კონტრაქტები როგორ გაჩარხოს. ერთი ისაა, რომ ნამეტანავად კაპარჩხანა ვინმეა და თუ გადაირია, - მტერს და ავს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127878