თამაშგარე

12:42 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინის კარიბული მოგონებები

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ახალთახალი მესაჭე, რობერტო მანჩინი აგერ უკვე 53 წლისა მოიყარა, მაგრამ მექალთანეობას ვერაფრით მოეშვა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი პირი ცოლ-შვილი გამოიცვალა, ქალებში რუზრუზს ბოლო წლებში უფრო მოუმატა, რაც ცხადია აპენინის ბულვარული მედიისათვის შესანიშნავ საკბილო ამბებს იძლევა.

რობერტო მანჩინის ერთთვიანი და ერთკვიარიანი გატაცებები არავის უკვირს, მაგრამ მას შემდეგ, რაც იტალიელი მწვრთნელი კარიბის ზღვის სანაპიროზე, ულამაზეს შავგვრემან მანდილოსანს გადაეყარა, ძილიც გაუტყდა და ნერვებიც აეწეწა. ეს ასული წარმოშობით მარშლის კუნძულებიდან გახლავთ და მეტსახელად “ოქროს გოგონას“ ეძახიან, რომელზეც ჭორები დადის, რომ ერთი პერიოდი ფულს ცნობილ ადამიანებთან სექსით შოულობდაო.

ფაქტი კი ისაა, რომ იტალიის ნაკრების მწვრთნელს ამ გოგომ თავგზა გვარიანად აუბნია და რამდენჯერმე თავადაც წამოსცდა, 2017 წლის ზამთარში, კარიბებზე გატარებული დრო ჩემს ქარიშხლებიან ცხოვრებაში არ დამავიწყდებაო. ნეტა რა მოხდა ისეთი იმ დალოცვილ სანაპიროზე?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122596