ფეხბურთი

0:35 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი 9-წლიანი პაუზის შემდეგ სერია A-ს გუნდს ჩაიბარებს

კარლო ანჩელოტი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. გამოცდილი სპეციალისტი უახლოეს პერიოდში იტალიის ვიცე-ჩემპიონ “ნაპოლის” ჩაიბარებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და ინფორმაცია მას შემდეგ დადასტურდება, რაც მაურიციო სარი ნეაპოლურ გუნდს დატოვებს.

წყაროს ცნობით, ანჩელოტი იტალიის დედაქალაქ რომში, სასტუმრო “ფილმაუროში” “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და აღნასრულებელ დირექტორ ანდრეა კიაველის შეხვდა.

სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა ყველაფერი. რაც მთავარია, დე ლაურენტისის მოთხოვა იყო, რომ კარლოს გადაწყვეტილება მალე მიეღო, რომ გუნდის მოსამზადებელ ეტაპსა და დაკომპლექტებას ხელი არ შეეშალოს.

ამრიგად, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა 58 წლის ანჩელოტი სამშობლოში დაბრუნდება. ანჩელოტი აპენინზე ბოლოს 2008-2009 წლების სეზონში მუშაობდა, როდესაც “მილანს” წვრთნიდა. იქედან მოყოლებული “პაპა კარლომ” “ჩელსი”, პსჟ, “რეალი” და “ბაიერნი” გაწვრთნა.

რაც შეეხება მაურიციო სარის – მის კანდიდატურას ლონდონის “ჩელსიში” განიხილავენ, მაგრამ იტალიური მედია დარწმუნებულია, რომ სარი სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112521