ფეხბურთი

2:50 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლამაზი და ნოსტალგიური საღამო "სან სიროზე": "მაესტრო" გააცილეს (+VIDEO)

ანდრეა პირლო ფეხბურთიდან გააცილეს. ლეგენდარულმა იტალიელმა აქტიური საფეხბურთო კარიერა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაასრულა, მაგრამ ამჯერად, გამოსამშვიდობებელი საღამო შედგა. საღამო, რომელმაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბევრი 10-15 წლით უკან დააბრუნა და ნოსტლაგია გაუღვივა.

“სან სიროზე” დიდებული საფეხბურთო ატმოსფერო იყო. მეოცე საუკუნის მიწურულისა და 21-ე საუკუნის დასაწყისის ვარსკვლავები შეკრებილიყვნენ და ბურთს აგორებდნენ. საკუთარი, ამასთან ტიფოზების სიამოვნებისთვის.

გუნდები თავიდანვე სიმბოლურად გადანაწილდნენ: თეთრი და ლურჯი ვარსკვლავები. მთელი თამაში “ლურჯები” დომინირიბდნენ და თითქმოს უნდა გაემარჯვათ კიდეც. 71-ე წუთზე ლუკა ტონის მოხდენილი თავურით ანგარიში საერთოდ 7:3 გახდა და ყველა კითხვას გაეცა პასუხი.

მაგრამ, მოედანზე იყო ფილიპო ინძაგი. საჯარიმოს მკვლელი სუპერპიპო! ასაკი და უთამაშებლობა “ვენეციას” ამჟამინდელ დამრიგებელს სულაც არ ეტყობოდა. ჰეთ-თრიქი შეასრულა. თანაც, ჩვეულ სტილში. ჯერ ტოტის პასი შეირგო, შემდეგ ვარდნაში თავით გაიტანა და ბოლოს, კახა კალაძესა და ჯიჯი ბუფონს დაასწრო ბურთზე თამაში!

მოკლედ, ჩინებული მატჩი შედგა. ფეხბურთიდან კი დიდი მაესტრო წავიდა – ანდრეა პირლო. ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე დირიჟორობდა. შესაძლოა, 90 წუთი ვერ შეგემჩნიათ, მაგრამ არ ყოფილა ისეთი შეხვედრა, რომელიც ჩაეგდო, რომელშიც პირლო არ ყოფილიყო პირლო.

უბრალოდ მას არ სჩვევოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და როგორც, მარჩელო ლიპიმ თქვა, ის იყო ჩუმი ლიდერი...

"თეთრები" - "ლურჯები" 7:7 VIDEO

მეკარეები: კრისტიან აბიატი, ნელსონ დიდა

მცველები: ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ჯუზეპე ფავალი, მარეკ იანკულოვსკი, პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, მასიმო ოდო, დარიო შიმიჩი, ჯანლუკა ძამბროტა, ხავიერ ძანეტი

ნახევარმცველები: რობერტო ბარონიო, მაურო ხერმან კამორანეზი, ჯენარო გატუზო, ფრენკ ლამპარდი, ლეონარდო, სიმონე პეპე, ანდრეა პირლო, მანუელ რუი კოშტა, მარკო ვერატი, არტურო ვიდალი

თავდამსხმელები: რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო, ანტონიო დი ნატალე, ვინჩენცო იაკუინტა, ფილიპო ინძაგი, ალესანდრო მატრი, ალეშანდრუ პატო, რონალდო, ფრანჩესკო ტოტი, კრისტიან ვიერი

მწვრთნელები: ანტონიო კონტე და კარლო ანჩელოტი

ლურჯი ვარსკვლავები

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი, მარკო სტორარი

მცველები: დანიელე ადანი, ანდრეა ბარძალი, დანიელე ბონერა, მარკოს კაფუ, აიმო დიანა, ჩირო ფერარა, კახა კალაძე, მარკო მატერაცი, სერჟინიო

ნახევარმცველები: დემეტრიო ალბერტინი, მასიმო ამბროზინი, კრისტიან ბროკი, დანიელე დე როსი, ალესანდრო დიამანტი, კლაუდიო მარკიზიო, სიმონე პეროტა, კლარენს ზეედორფი

თავდამსხმელები: მარკო ბორიელო, ანტონიო კასანო, ფაბიო კვალიარელა, რონალდინიო, ანდრეი შევჩენკო, კარლოს ტევესი, ლუკა ტონი, ნიკოლა ვენტოლა

მწვრთნელები: მასიმილიანო ალეგრი, მაურო ტასოტი და რობერტო დონადონი

გოლები: 0:1 შევჩენკო (2), 0:2 კვალიარელა (6), 1:2 პატო (13), 1:3 კასანო (30), 2:3 ვიერი (32), 2:4 კაფუ (35), 3:4 პატო (41), 3:5 ზეედორფი (45), 3:6 ბროკი (46), 3:7 ტონი (71), 4:7 ინძაგი (75), 5:7 მატრი (77), 6:7 ინძაგი (79), 7:7 ინძაგი (84)

0.118573