ჩოგბურთი

23:10 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა რომის მასტერსი მერვედ მოიგო

ესპანელმა რაფაელ ნადლმა რომის მასტერსი კარიერაში მერვედ მოიგო, რითაც კლასიფიკაციის პირველი ნომერი გახდა.

ნადლმა ფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი 6:1, 16:6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი რაფამ იოლად მოიგო და თითქოს ზვერევი უშანსოდ გამოიყურებოდა, თუმცა მეორე პარტიაში გერმანელმა საოცარად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ სეტში ზვერევმა აქტიურად დაიწყო და ბრეიკით 3:2 დაწინაურდა, რა დროსაც რომში წვიმა წამოვიდა და თამაში დაახლოებით ერთი საათით გადაიდო. შესვენება უკეთ ესპანელმა გამოიყენა და ზედიზედ 4 გეიმი მოიგო.

ნადალმა კარიერაში 78-ე ტიტული მოიპოვა, რითაც ჯონ მაკინორი გადაასწრო. ამ მაჩვენებლით ესპანელი სამ ჩოგბურთლს ჩამორჩება ივან ლენდლი 94 ტიტული, როჯერ ფედერერი (97), ჯიმი კონორსი (109).

რაფამ ამ გამარჯვებით 935 385 ევრო გამოიმუშავა, ზვერევმა ფინალში გასვლით - 458 640.

0.119379