ფეხბურთი

22:31 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ასოციაციის თასის გამარჯვებულია (+VIDEO)

ლონდონის "ჩელსიმ" ასოციაციის თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" 1:0 დაამარცხა და ტურნირი მერვედ მოიგო. 21-ე წუთზე ფილ ჯონსმა ედენ აზარი საჯარიმოში წააქცია, თერთმეტმეტრიანი კი თავად ბელგიელმა ზუსტად შეასრულა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

აწ უკვე დასრულებულ 2017/18 წლების სეზონში "არისტოკრატებმა" პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავეს და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვეს. "ჩელსიმ" სეზონი ტიტულის გარეშე არ დაასრულა, რასაც ვერ ვიტყვით "მანჩესტერზე", რომელმაც მართალია ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა სხვა ტურნირის მოგება ვერ შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112167