ფეხბურთი

12:47 | 17.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე ევროპა ლიგაზე

მადრიდის “ატლეტიკომ” 2017-2018 წლების სეზონში ევროტურნირებზე 26 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გაზეთი AS-ი ავრცელებს.

ესპანურმა კლუბმა უეფას ევროპა ლიგის ფინალიდან 6,5 მილიონი ევრო მიიღო, 1,6 მილიონი ერგო ნახევარფინალიდან, ხოლო მეოთხედფინალში 1 მილიონს მოუყარა თავი.

ყველაზე დიდი თანხა “ლეიბებმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან მიიღეს, რომლის რაოდენობამაც 16,3 მილიონი ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, დიეგო სიმეონეს მიერ გაწვრთნილი გუნდი “ჩელსისთან”, “რომასთან” და “ყარაბაღთან” ერთად იყო. "მელეიბეებმა" ჩატარებული 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგებას, 4 ფრეს და 1 წაგებას მოუყარა თავი, რომელიც მხოლოდ მე-3 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი, შესაბამისად "ატლეტიკომ" ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა და საბოლოოდ ევროპის რანგით მეორე ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118945