სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:30 | 17.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა “ატლეტიკოსია”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მადრიდის “ატლეტიკო” ევროპა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის გამარჯვებულია. “როხიბლანკომ” გადამწყვეტ მატჩში, “პარკ ოლიმპიკ ლიონზე” “მარსელი” ზედმეტი კითხვის ნიშნის გარეშე დაჯაბნა და ტიტულს სრულიად დამსახურებულად დაეუფლა.

დიეგო სიმეონეს გუნდი მეტოქეს კლასით და გამოცდილებით რომ ძალიან აღემატებოდა ნათლად გამოჩნდა და მადრიდელებმა ზედმეტი პრობლემების გარეშე შეძლეს გამარჯვება. “ატლეტიკომ” ზუსტად ის თამაში აჩვენა, როგორიც სჭირდებოდა: თავი მშვენივრად დაიცვა, შემდეგ კი მეტოქის შეცდომებს დაელოდა, რომელიც მრავლად მიიღო და სათანადოდ გამოიყენა კიდეც.

ფრანგებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და დებიუტში ვალერი ჟერმენს გატანაც შეეძლო, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, ზღვისპირელთა პირველივე შეცდომა სათანადოდ გამოიყენეს ესპანელებმა: ზამბო ანდრე-ფრენკი 21-ე წუთზე უხეშად შეცდა, მანდანდას მიერ გაკეთებული გადაცემა ვერ შეიმაგრა და მეტოქეს ჩააბარა ბურთი, შედეგად ანტუან გრიზმანი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში “მარსელი” ბურთს დიდხანს აკონტროლებდა და ცდილობდა საკუთარი თამაში მრისხანე მოწინააღმდეგისთვის თავს მოეხვია, თუმცა 32-ე წუთზე მათმა ლიდერმა დიმიტრი პაიემ ტრავმა მიიღო, მოედნის დატოვება მოუწია და ფრანგების სათამაშო სქემა მთლიანად აირია.

“როხიბლანკოსთვის” მეორე ნახევარი ბრწინვალედ დაიწყო, 49-ე წუთზე კოკემ გრიზმანს საჯარიმოში მშვენიერი პასი შეუყოლა, ფრანგმა შემტევმაც ბრწყინვალედ ითამაშა და რბილი დარტყმით დუბლი გაიფორმა, რითაც დიდწილად შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. “მარსელი” ყველანაირად ეცადა, რომ როგორმე სიტუაცია შემოებრუნებინა და თამაში დაეძაბა, თუმცა არაფერი გამოუვიდა და ეს გასაკვირი არცაა, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, თუ რამდენად რთულია “ატლეტიკოს” კარში თუნდაც ერთი გოლის გატანა. სამაგიეროდ, ესპანელებმა 89-ე წუთზე მორიგი შანსი გამოიყენეს და გუნდის კაპიტანმა გაბიმ, სხვაობა გამანადგურებელი გახადა – 0:3.

ამრიგად, “ატლეტიკომ” ევროპა ლიგა მესამედ მოიგო, ხოლო კლუბის ლეგენდამ ფერნანდო ტორესმა, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე “ლეიბებს” ტოვებს, მშობლიურ გუნდთან ერთად პირველი ჯილდო აღმართა. დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით კი მადრიდელებმა მეექვსე ტიტული მოიპოვეს.

მარსელი – ატლეტიკო 0:3 (0:1)

“პარკ ოლიმპიკ ლიონი”, ლიონი

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, გუსტავო, რამი, ამავი, სარი, სანსონი, ზამბო, პაიე (მ.ლოპესი 32), ოკამპოსი (ნ’ჯიე 55), ტოვენი, ჟერმენი (მიტროღლუ 74).
მწვრთნელი: რუდი გარსია

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, ხიმენესი, ლუკასი, ვრსალკო (ხუანფრანი 46), საული, გაბი, კოკე, ა.კორეა (ტეიე 88), გრიზმანი (ფ.ტორესი 90), კოშტა.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1, 0:2 გრიზმანი (21; 49), 0:3 გაბი (89)
გაფრთხილებები: ამავი, გუსტავო, ნ’ჯიე – ვრსალკო, ლუკასი
მსაჯი: ბერნ კუიპერსი (ჰოლანდია)
სტატისტიკა – ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 12 (2) – 12 (4), კუთხური: 1-6, ჯარიმა: 18-9

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.181094
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X