სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭადრაკი

18:17 | 14.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო ოლიმპიადამდე დაფებს ჟურნალისტები მიუსხდნენ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

"ჟურნალისტთა პირველი სვლა საჭადრაკო ოლიმპიადისკენ” – ესაა პროექტი, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ 11-13 მაისს განახორციელა. მას-მედიის წარმომადგენლები ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილთან, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთან და ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეებთან – ნონა გაფრინდაშვილთან და ნანა იოსელიანთან ერთად ქობულეთში ჩავიდნენ და სასტუმრო "ჯორჯია პალასში” დაბინავდნენ. იქვე გაიმართა ორდღიანი მედიატურნირი. ასევე პრესკონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტებმა 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმში გასამართი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სამზადისისა და საორგანიზაციო საკითხების შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია.

მედიატურნირში 28 ჟურნალისტი ჩაება. შვეიცარიული სისტემით გამართულ 7-ტურიან შეჯიბრებაში ყველაზე მეტი – 6 ქულა მოაგროვა „კომედი არხის" წარმომადგენლმა გოჩა თანდარაშვილმა. ჩემპიონს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა "მსოფლიო სპორტის” კორესპონდენტი თენგიზ ჩობანიძე, მაგრამ დამატებითი კოეფიციენტების დათვლის შემდეგ მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. ასევე 5,5-5,5 ქულით მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ ზაქრო ინწკირველი (რუსთავი 2) და ნიკა ახალაია (ტელეკომპანია "იმედი”).

გოჩა თანდარაშვილს ნონა გაფრინდაშვილის ავტოგრაფით დამშვენებული საჭადრაკო დაფა, ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიების მოსაწვევი (2-2 დღე სასტუმროში ცხოვრება+კვებით), „სოკარის" სპა ცენტრის ვაუჩერი და „გუდვილის" 500-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცა.

ზაქრო ინწკირველი საჭადრაკო დაფით, ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიების მოსაწვევით (გზის დაფინანსების უზრუნველყოფით), „სოკარის" სპა ცენტრის ვაუჩერით და „გუდვილის" სასაჩუქრე ბარათით (300ლ) დაჯილდოვდა.

ნიკა ახალაიამ ჭადრაკის დაფა, ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიების მოსაწვევი (გზის დაფინანსების უზრუნველყოფით), „სოკარის" სპა ცენტრის ვაუჩერი და „გუდვილის" სასაჩუქრე ბარათი (200ლ) მიიღო.

მედიატურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა უშუალოდ სპორტულ ჟურნალისტთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე თენგიზ ჩობანიძე განსაკუთრებული პრიზით დააჯილდოვა: "მსოფლიო სპორტის” კორესპონდენტს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სრული აკრედიტაცია გადაეცა (ტურნირის დღეებში სასტუმროში ცხოვრება-კვების უზრუნველყოფა). მასვე ერგო „სოკარის" სპა ცენტრის ვაუჩერი და „გუდვილის" 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

ასევე სპეციალური პრიზი გადაეცა ქალთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე ნინო ფაშალიშვილს (ტელეკომპანია „მაესტრო") - ნონა გაფრინდაშვილის ალბომი მისივე ავტოგრაფით, „სოკარის" სპა ცენტრის ვაუჩერი და ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მოსაწვევი.

ტურნირის ყველა მონაწილემ მიიღო საჭადრაკო ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული საჩუქრები. შეჯიბრების ოფიციალური გადამყვანი იყო "საქართველოს რკინიგზა”.

„ჩვენთვის, ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტებთან მჭიდრო ურთიერთობა და ეს მედიატურნირი, ვფიქრობ, ამ მიზნისკენ გადადგმული კარგი ნაბიჯია - განაცხადა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა - 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა მხოლოდ სპორტული შეჯიბრება არაა, ის ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის. და დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში მყოფი თითოეული ჩვენგანი საპასუხისმგებლო გამოცდას საუკეთესოდ ჩავაბარებთ".

13 მაისს ბათუმში, ევროპის მოედანზე ოლიმპიადისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. „პირველი სვლა ბათუმში" - ასეთი იყო ევროპის მოედანზე გამართული სანახაობის სიმბოლური გზავნილი. მის ფარგლებში ფოტოგამოფენა მოეწყო, ასევე ერთდროული თამაშის სეანსები გაიმართა დიდოსტატებსა და ახალგაზრდა აჭარელ მოჭადრაკეებს შორის. ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა ორკესტრირებული მსვლელობით გაახალისეს სტუმრები და გულშემატკივრები. სადღესასწაულო განწყობაში თავის წვლილი შეიტანეს მსახიობებმა და ცეკვის ანსამბლის წევრებმა, პატარა მოჭადრაკეებმა კი სახალისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, რომლის დასრულების შემდეგ სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის საქართველოს 189 ქვეყნის დელეგაცია, 4000 სტუმარი ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.158563
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X