სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:29 | 15.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: ერთი გოლით დაწერილი ისტორია
საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 30 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. A ჯგუფის მონაწილეთაგან ურუგვაისა და რუსეთის ნაკრებები უკვე წარვადგინეთ.

ახლა, საუდის არაბეთის ნაკრები გავიცნოთ ახლო ხედით.

ონაწილეობა – 5

საუდის არაბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეხუთედ იასპარეზებს. აზიელები პირველად აშშ-ში, 1994 წელს გამოჩნდნენ. საერთოდაც, 1994-2006 წლებში საუდის არაბეთმა მიჯრით ოთხ მუნდიალზე ითამაშა და ახლა პლანეტის პირველობას 12-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.

ვერ ვიტყვით, რომ საუდის არაბეთი განსაკუთრებული წარმატებით იწონებს თავს, რადგან ოთხიდან სამ შემთხვევაში 32 მონაწილე ნაკრებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო. ეს განსაკუთრებით 2002 წელს ითქმის, როდესაც ჯგუფში სამივე თამაში წააგო და მათ შორის, გერმანიასთან – 0:8.

საუკეთესო შედეგი – 1/8 ფინალი (1994)

საუკეთესო შედეგს პირველ მუნდიალზე უწია, როდესაც ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ითამაშა. ეს, ჯერჯერობით პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც საუდის არაბეთი ჯგუფიდან გავიდა. მაშინ, აზიელებმა ჰოლანდიასთან მარცხით (1:2) დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ჯერ მაროკოს სძლიეს (2:1), ბოლოს კი ბელგიას (1:0) საედ ალ-ოვაირანის დაუვიწყარი სილამაზის გოლით. საერთოდაც, ეს გოლი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. აი, ისეთი ნებისმიერი რანგის ფეხბურთელი რომ მოაწერდა ხელს... შეიძლება ითქვას, მსოფლიოს ჩემპიონატი საუდის არაბეთს არა განვლილი 4 მუნდიალით, არამედ ალ-ოვაირანის გოლით იცნობს.

მერვედფინალში საუდის არაბეთს შვედეთის ძალიან სიმპათიურ ნაკრებს დაუპირისპირდა და ვერაფერს გახდა – 1:3. და მაინც, 1/8 ფინალი მაშინ დიდი წარმატება იყო და დღევანდელი გადასახედიდან, მართლაც მაქსიმუმი გახლდათ.

გზა რუსეთამდე

საუდის არაბეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი საკმაოდ ადვილად და რიხით ჩაატარა. აზიის შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის A ჯგუფში ჯერ კიდევ მაშინ, ბერტ ვან მაარვიკის გუნდი არაბეთის გაერთიანებული საამიეროების, პალესტინის, მალაიზიისა და ტიმორ-ლესტეს ნაკრებებთან მოხვდა და 20 ქულით ქვეჯგუფი ადვილად მოიგო.

შემდეგ კი ჯერი, გადამწყვეტ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე მიდგა, სადაც ვან მაარვიკის ბიჭებს მეტოქეებად იაპონია, ავსტრალია, არაბეთის გაერთიანებული საამიეროები, ერაყი და ტაილანდი ერგო. საუდის არაბეთმა 10 მატჩში 6 გამარჯვება, 1 ფრე, 3 წაგება გაახერხა და 19 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. რაც რუსეთის საგზურს ავტომატურად იძლეოდა. აქვე გეტყვით, რომ 2018 წლის იანვარში ბერტ ვან მაარვიკმა თანამდებობდა დატოვა და მუნდიალის კიდევ ერთ მონაწილე ავსტრალიას ჩაუდგა სათავეში. საუდის არაბეთს კი, ახლა ესპანელი პიცი წვრთნის.

მუნდიალზე გასავლელი გზა

14 ივნისი, 2018, მოსკოვი. რუსეთი – საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში ითამაშებს რუსეთის წინააღმდეგ მოსკოვში. ეს გუნდები აქამდე ერთხელ შეხვდრილან ერთმანეთს. 1993 წლის 6 ოქტომბერს, აზიელებმა სპარინგში იმარჯვეს – 4:2 (გოლები: 0:1 მოსტოვოი, 1:1 ალ-მუვალიდი, 2:1 გალიამინი ა.გ, 3:1 იდრის ფალატა, 3:2 მოსტოვოი, 4:2 ალ-მეჰალელი).

20 ივნისი, 2018, როსტოვი. ურუგვაი – საუდის არაბეთი

პიცის გუნდს მეორე შეხვედრა 20 ივნისს, როსტოვში ურუგვაისთან ელოდება, რომელთანაც სხვათა შორის პირად შეხვედრებში უპირატესობას ფლობს. 2002 წლის 27 მარტს გამართულ სპარინგში აზიელებმა 3:2 გაიმარჯვეს, ხოლო ოთხი წლის წინ ფრე დაფიქსირდა – 1:1.

25 ივნისი, 2018, ვოლგოგრადი. საუდის არაბეთი – ეგვიპტე

აი, ჯგუფური ეტაპი კი 25 ივნისს, ვოლგოგრადში ეგვიპტის ნაკრებთან მატჩით დასრულდება, რომელიც საუდის არაბეთისთვის კარგადაა ნაცნობი. ურთიერთშეხვედრები აფრიკელები აშკარა უპირატესობას ფლობენ.

1961 წლის 3 სექტემბერს, არაბეთის თამაშებზე ეგვიპტემ მეტოქე არ დაინდო და 13:0 გააცამტვერა. საუდის არაბეთმა წააგო მომდევნო სამი შევხედრაც: 1974 წელს 0:1, 1965 წელს 1:2 და იმავე წელს 0:2. ეს სამივე მატჩი ამხანაგური ხასიათის იყო. 1988 წელს, არაბეთის თასზე ნავსი გატყდა და ეგვიპტემ ვერ მოიგო, ფრე – 0:0. ოთხი წლის შემდეგ კი, იმავე ტურნირზე საუდის არაბეთი ისევ დამარცხდა (2:3). აზიელებმა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი თამაში 1999 წელს, კონფედერაციათა თასზე მოიგეს, როდესაც მეტოქე 5:1 გაანადგურეს. ბოლო დაპირისპირება კი, 2005 წლის 14 მარტით თარიღდება და მაშინდელი სპარინგი ეგვიპტემ მოიგო 1:0.

მოკლედ, 8 მატჩი, 1 მოგება, 1 ფრე, 6 წაგება, 8:23 ბურთების ბალანსი. საუდის არაბეთის ნაკრებს ეგვიპტესთან ძველი ანგარიშების გასწორება ნამდვილად მართებს.

კონტიგენტი

საუდის არაბეთის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალის მონაწილე გუნდებს შორის, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. ყოველშემთხვევაში, გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი ლეგიონერებს, რომლებიც ევროპაში ირჯებიან, თითქმის ვერ აღმოაჩენთ. თუმცა, არის რამდენიმე გამონაკლისი, ნახევარმცველები იაია ალ-შეჰრი ესპანური “ლეგანესის” წევრია და სალემ ალ-დავსარი “ვილიარეალის”. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ არცერთ მათგანს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 1 წუთიც არ ჩაუტარებიათ. აქვე ვახსენოთ ფაჰად ალ-მუვალადი, რომელიც “ლევანტეს” რიგებში ირიცხება და ლა ლიგაში 1 თამაში ჩაატარა კიდეც...

სხვა მხრივ კი, ყველაზე გამოცდილი ტაისირ ალ-ჯასიმია, რომელსაც 128-ჯერ დაუცავს ეროვნული გუნდის ღირსება და 18 გოლის გატანა მოახერხა. უნდა გამოვყოთ “ალ ჰილალის” მცველი, კაპიტანი ოსამა ჰავსარი, რომლის აქტივში 132 თამაში და 7 გოლი, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი თავდამსხმელი მოჰამად ალ-სალავი გახლავთ 28 გოლით.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

საუდის არაბეთის ნაკრების თავს ვარსკვლავები რომ არ კაშკაშებენ, უკვე ისედაც ნათელი გახდა. თუმცა, სხვებთან შედარებით მაინც უნდა გამოვყოთ 31 წლის ფორვარდი მოჰამად ალ-სალავი, რომელიც “ალ ნასრისის” ღირსებას უკვე 9 წელია იცავს. საუდის არაბეთის ნაკრებში დებიუტი კი 2010 წელს ჰქონდა და მართალია მას შემდეგ მხოლოდ 37-ჯერ ითამაშა, მაგრამ შედეგიანად კი ირჯება – 28 გოლი.

აზიის შესარჩევ ეტაპზე სწორედ ალ-სალავი გახდა საუკეთესო ბომბარდირი – 14 მატჩი და 16 გოლი. დაველოდოთ, ვნახოთ, როგორ ბომბარდირულ თვისებებს გამოავლეს მოჰამადი უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

მწვრთნელი

ხუან ანტონიო პიცი – არგენტინაში დაბადებული ესპანელი სპეციალისტი. 49 წლის პიციმ საუდის არაბეთის ნაკრები მიმდინარე წლის დასაწყისში მაშინ ჩაიბარა, როდესაც გუნდს მუნდიალის საგზური უკვე გაფომრებული ჰქონდა. პიცის სამწვრთნელო კარიერა 2005 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც მშობლიურ “სანტა ფეს” ჩაუდგა სათავეში. შემდეგ იყო ჩილესა და არგენტინის კლუბები, მათ შორის, “როსარიო სენტრალი” და “სან ლორენსო”. 2013 წელს კი, ესპანეთში დაბრუნდა და “ვალენსია” ჩაიბარა, რომელიც მშვენიერ ფეხბურთს თამაშობდა.

მაგრამ, “ღამურების” დატოვება მოუხდა და “ლეონი” ჩაიბარა. 2016 წელს უკვე ჩილეს ნაკრების მწვრთნელი გახდა, რომელსაც იმავე წლის ზაფხულში კოპა ამერიკა მოაგებინა. თუმცა, გასულ წელს კონფედერაციათა თასზე წარუმატებელი შედეგის გამო პოსტი დატოვა.

ფეხბურთელობისას კი, არაერთ გუნდში უთამაშია. მათ შორის, “ვალენსიაში”, “ტენერიფეში”, “ბარსელონაში”, “რივერ პლეიტსა” და “პორტუში”. 1994-1998 წლებში კი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

საუდის არაბეთი – ტიტულები

აზიის თასი (3): 1984 1988, 1996

არაბეთის ეროვნებათა თასი (2): 1998, 2002

კონფედერაციათა თასის ვერცხლის მედალი (1): 1992

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.115616
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X