სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ავტოსპორტი

16:19 | 12.05.2018 | ნანახია 353 - ჯერ

„მაკლარენმა“ ბარსელონას რბოლისთვის მანქანა განაახლა

ესპანეთის დიდი პრიზისთვის, „მაკლარენმა“ რადიკალურად განახლებული ავტომობილი მოამზადა, რომელიც პირველ რიგში, ცხვირის ნაწილის მოდიფიცირებული ვერსიით გამოირჩევა. განახლებული მანქანა პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე უკვე გამოსცადეს ფერნანდო ალონსომ და სტოფელ ვანდოორნმა.

გუნდი აცხადებს, რომ განახლების შემდეგ ის მანქანა წარმოადგინა, რომლითაც 2018 წლის სეზონის დაწყებას გეგმავდა. სწორედ ცხვირის ნაწილია ახალი მანქანის ყველაზე საინტერესო ნაწილი და მასში ორიგინალური გადაწყვეტების გარდა, მეტოქე გუნდების სიახლეებთან მსგავსებაც შეინიშნება.

ცხვირის იმ სეგმენტზე, რომელსაც რეგლამენტით მოთხოვნილი დაბალი ცხვირის დანიშნულება აქვს, ნახვრეტი გაუჩნდა, როგორც ეს „რედ ბულზე“ გასული სეზონის დასაწყისიდანაა. „ზაუბერის“ მსგავსად, ამავე წანაზარდის ორივე მხარეს, ჰაერის ამღები არხები გაჩნდა. მათში შეკრებილი ჰაერის ნაკადი, ცხვირის ქვევით მიემართება და დაახლოებით ისეთივე ეფექტს წარმოქმნის, როგორიც მაღალი ცხვირის შემთხვევაში იქნებოდა.

გარდა ამისა, ცხვირის ნაწილს ორივე მხარეს გარს აკრავს ფირფიტები, რომლებიც ჰაერის ნაკადის ნაწილს ასევე ქვევით მიმართავენ, ნაწილს კი გვერდებზე. ამ ელემენტებით შეგროვილი ჰაერის ნაკადი, შედარებით გაუხშოებულ სივრცეებს მიეწოდება, რისი დანიშნულებაც, ავტომობილის აეროდინამიკური მდგრადობის გაუმჯობესებაა.

შეიცვალა წინ ანტი ფრთების კონსტრუქცია, რომელიც ახცლა უფრო „მერსედესის“ იმავე ელემენტების სტილშია შესრულებული. გარდა ამისა, ცხვირის ორივე გვერდითა ჰაერსადინარს აქვს ფრთისებრი წაგრძელება, რომელიც ჰაერის ნაკადს ასევე სასურველ მიმართულებას აძლევს. ამ ნაკადს ცხვირის უკანა ნაწილში სხვა აეროდინამიკური ელემენტები ხვდება, რომლებიც მას რადიატორების კორპუსებისკენ მიმართავენ.

ეს სიახლეები მზად ავსტრალიის დიდი პრიზისთვის უნდა ყოფილიყო, მაგრამ სეზონის დაწყების წინ, პრიორიტეტული საქმე, შასისთან ახალი ძრავის ოპტიმალური ინტეგრაცია იყო და გუნდმა ინჟინრული რესურსიც სწორედ ამ მიმართულებით გამოიყენა. ამ საქმის დასრულების შემდეგ კი აეროდინამიკურ სიახლეებსაც მიხედეს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.047108