ფეხბურთი

19:12 | 11.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: უგოლო ცენტრალური მატჩი

ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშება საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი მცხეთაში გაიმართა, სადაც ლიდერი “ვიტ ჯორჯია” მდევარ ბათუმის “დინამოს” მასპინძლობდა. “ვიტელები” ზღვისპირელებს სამი ქულით სჯაბნიდნენ, შესაბამისად, სასწორზე შეიძლება ითქვას, რომ 6 ქულა იდო.

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოვიდა, თუმცა არცთუ სანახაობრივი და გოლი არ გასულა. ნულოვანი ფრით, “ვიტ ჯორჯიამ” ლიდერობა შეინარჩუნა, ხოლო “დინამოს” მეორე ადგილზე თანამოზიარე გამოუჩნდა – “გაგრა”.

“გაგრამ” მარტვილში, წყალტუბოს “სამგურალის” დამარცხება შეძლო. სტუმრები მშვიდად იგებდნენ (2:0), მაგრამ იმერლებმა ორწუთიან მონაკვეთში შეძლეს ჩამორჩენის აღმოფხვრა და თითქოს ერთ-ერთ ლიდერს ქულებს აკარგვინებდა, მაგრამ არ გამოვიდა. ბოლოსკენ პაპავამ შეაგდო და “გაგრამ” მოიგო, რომელიც ახლა მეორე ადგილზეა და ლიდერთან 3 ქულა აშორებს.

“სამგურალი” – “გაგრა” 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ცაცკრიალაშვილი (40, პენ), 0:2 ლომსაძე (54), 1:2 ჩხეტიანი (67, პენ), 2:2 შალამბერიძე (69), 2:3 პაპავა (86)

“ვიტ ჯორჯია” – “დინამო” 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10752