თამაშგარე

11:45 | 11.05.2018 | ნანახია 1734 - ჯერ

ალმუდენას რონალდუ არ ყვარებია

ესპანეთში თითქმის არ დარჩენილა ცნობილი ლამაზმანი, მადრიდის “რეალის“ პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს სიყვარულში რომ არ გამოტყდომოდა. მასზე შეყვარებულ ქალთაგან, რონალდუმ ოცნება ცხადია მხოლოდ ნაწილს აუსრულა და ის ბედნიერნი ჩაიგორა სარეცელში - ნაწილი კი ამაზე ოცნებობს და მოთქვამს.

თუმცა, სხვა ქალებს არ გავს ცნობილი ესპანელი სუპერ-მოდელი, ალმუდენა ფერნანდესი, რომელიც მისი თქმით თურმე ნამეტნავად ფინთ ხასიათზე დგება, როდესაც რონალდუს დანახვაზე ამძუვნებულ თანამემამულე ლამაზმანებს უყურებს და იძახის - ვერ ვხვდები ამ თმებგადასლექილ კაცში რა მოეწონათო.

სიმართლე უნდა ითქვას, რომ ალმუდენა ფერნანდესი ზოგადად თავისი უჟმური ხასიათითაა ცნობილი და არამხოლოდ რონალდუზე, ზოგადად ცნობილ ფეხბურთელებზე გადარეულ ქალებს ვერ იტანს. მაგრამ, კრიშტიანუს და მასზე მთრთოლვარე ასულებს მაინც განსაკუთრებულად ერჩის. არ მოსწონს ეს რონალდუ და შეეხვეწე თუ გინდა!...

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:57 | 11.05.2018
Buratino (3019)

"არ მოსწონს ეს რონალდუ და შეეხვეწე თუ გინდა!..."
.
მემგონი ავტორს ცენზურამ შეუშალა ხელი, თორემ სიტყვა "შეეხვეწე"-ს ნაცვლად სხვა სიტყვის დაწერას აპირებდა ...

14:56 | 11.05.2018
BEERTRANCE (96517)

გამორჩეული ვარო DDDDDDDD

14:16 | 11.05.2018
კორბენ ტანჯული (11023)

მართალია ეს ყველაფერი. მთელს ესპანეთში მარტო ალმუდენა და მონსერატ კაბალიე არ ოცნებობენ მადეირელი ლომის კუტაზე

12:51 | 11.05.2018
LApaata (956)

თვითონ არაფრით საოცნებო არაა ნამდვილათ. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063101