ფეხბურთი

20:30 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირლო შესაძლოა იტალიის ნაკრებში მანჩინის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდეს

"ინტერის", "მილანის" და "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ შესაძლოა იტალიის ეროვნულ ნაკრებში იმუშაოს. რობერტო მანჩინის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირლო იტალიელი სპეციალისტის დამხმარე გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ პირლოსთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო. აქამდე ცნობილი იყო, რომ ანდრეა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებდა "სკუადრა აძურას" სამწვრთნელო შტაბში თუ ნაკრებს ანტონიო კონტე ან კარლო ანჩელოტი ჩაიბარებდა.

თავად პირლომ კი Sky Sports-თან საუბრისას განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში მუშაობა დიდებული იქნებოდა, თუმცა ჯერჯერობით ამ საქმისთვის ახალგაზრდაა და დაფიქრება მართებს. ანდრეა "სკუადრა აძურას" მაისურით კარიერის განმავლობაში მოედანზე 116-ჯერ გავიდა, გაიტანა 13 გოლი და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110022