ფეხბურთი

1:20 | 6.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ვალენსია” დამარცხდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა

ლა ლიგის 36-ე ტურში “ვალენსიამ” ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა და გაისად, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 2015/2016 წლების სეზონის შემდგომ პირველად ითამაშებს.

“ღამურები” ვალენსიურ დერბიში სტუმრად “ვილიარეალთან” დამარცხდნენ და ზედიზედ მეხუთე მატჩი ვერ მოიგეს, თუმცა “ბეტისმა” გასვლაზე “ბილბაოსთან” წააგო და “ღამურებს” ვეღარანაირად დაეწევა.

“ვილიარეალმა” აშკარად უკეთესად ითამაშა და დამსახურებულადაც იმარჯვა. “ყვითელმა წყალქვეშა ნავები” განსაკუთრებით მეორე ნახევარში გაისარჯნენ კარგად და ბევრი გამოუყენებელი მომენტის მიუხედავად, საწადელს მატჩის ბოლოს მაინც მიაღწიეს: 86-ე წუთზე მანუ ტრიგეროსმა სტანდარტულიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას მარიო გასპარმა დაასწრო და თავური დარტყმით შეაგდო – 1:0.

რვამატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა “ბეტისმა”, რომელმაც ევროპა ლიგის საგზური გასულ ტურში გაინაღდა. “ბილბაოს” 3 ქულა დასკვნით 15 წუთში იკერ მუნიაინმა და არიც ადურისმა მოუპოვეს.

“ეიბარმა” გასვლაზე “ხირონა” დაამარცხა დიდი ანგარიშით, ხოლო გალისიურ დერბიში ქულები გაიყვეს. “სელტა” ბოლო წამებამდე იგებდა, მაგრამ ლუკას პერესმა 91-ე წუთზე გაათანაბრა. “დეპორტივო” ლა ლიგას ოფიციალურად დაემშვიდობა და შესაბამისად, მინიმუმ ერთი სეზონი, გალისიურ დერბის ვეღარ ვიხილავთ.

სელტა – დეპორტივო 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 მ.გომესი (13), 1:1 ლ.პერესი (91)

ვილიარეალი – ვალენსია 1:0 (0:0)

გოლი: გასპარი (86)

ბილბაო – ბეტისი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მუნიაინი (76), 2:0 ადურისი (92)

ხირონა – ეიბარი 1:4 (0:2)

გოლები: 0:1, 0:2 კიკე (9; 38), 1:2 ადეი (55), 1:3 ხორდანი (80), 1:4 ინუი (89)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113226