სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჭიდაობა

22:14 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა თავისუფლებმა ბრინჯაოებით დაიწყეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი 3 ბრინჯაოს მედლით გახსნა. რუსეთის ქალაქ კასპიისკიში მიმდინარე ევროპირველობაზე პოდიუმზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე ავიდნენ.

ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის 3-გზის ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მეექვსე მედალი მოიპოვა. წინა ხუთი 55, 57, 60 და 61 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოიგო. ამჯერად კი 65 კილოგრამში სცადა ძალა და დებიუტი მესამე საპრიზო ადგილით აღნიშნა.

ოქრო-ვერცხლის შანსი 27 წლის ქართველმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ ილიას ბეკბულატოვთან წაგებით (0:6). რეპეშაჟის ფინალში კი პოლონელ კრიშტოფ ბიენკოვსკისთან ოთხქულიანი ჩამორჩენა შეატრიალა სათავისოდ – 8:4.

იაკობიშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა, მომავალ ჩემპიონთან – რუსეთის ნაკრების წევრ მაგომედ ყურბანალიევთან შეხვედრით, რომელიც 5:5 დასრულდა, მაგრამ ფრე ხელს ყურბანალიევს აძლევდა. ამ ბრძოლამდე ქართველმა მოჭიდავემ სლოვაკ თეიმურაზ სალკაზანოვს სძლია (6:2). "ბრინჯაოს ფინალში” კი უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკის აჯობა (3:1).

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატი მოლდოვის ნაკრების წევრ გიორგი რუბაევის ძლევით (9:0) გახსნა. მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ვლადისლავ ბაიცაევთან ვეღარას გახდა და საჩემპიონო ბრძოლასაც გამოეთიშა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი უკრაინის სახელით მოჭიდავე მურაზ მჭედლიძე დაამარცხა (5:2) და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.

ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 57 და 79 კილოგრამებშიც გამოვლინდნენ, მაგრამ სამეულები საქართველოს ნაკრების წევრთა გარეშე შეივსო. უმსუბუქეს წონით კატეგორიაში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გიორგი ედიშერაშვილი ავიდა, აზერბაიჯანის სახელით. საქართველოს დროშის ქვეშ კი ოთარ გოგავამ იჭიდავა და შეჯიბრება ფრანგ ზოხერ ელ უარაკთან წამგებიანი ფრით (3:3) გახსნა. ჯაბა ყველაშვილმაც (79 კგ) საწყის ეტაპზევე წააგო ბელარუს ალი შაბანაუსთან (0:6).

ხვალ მედლების ბოლო ხუთი კომპლექტი გათამაშდება და საქართველოს ნაკრები წევრები ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში გავიდნენ. სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ) კი ნახევარფინალში დამარცხდნენ და "ბრინჯაოს ფინალში” გადაერთნენ.

ლომთაძე საჩემპიონო ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ ჰაჯიმურად რაშიდოვს დაუპირისპირდება. პეტრიაშვილს კი კარგად ნაცნობი მეტოქე ეყოლება – თურქი ტაჰა აკგული.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110869
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X