ფეხბურთი

12:35 | 5.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ანჩელოტისთან მოლაპარაკება დაიწყო

ტურინის “იუვენტუსმა” შესაძლოა ზაფხულში მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს. Sky Sport-ის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონის” მთავარი სამიზნე კარლო ანჩელოტია და გამოცდილ სპეციალისტთან უკვე მოლაპარაკებებსაც მართავს.

საგულისხმოა, რომ თავად ანჩელოტიც თანახმაა, ტურინული გრანდის გაწვრთნაზე და ცოტა ხნის წინ, იტალიის ნაკრების წინადადება უარყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, იტალიელ მწვრთნელს “იუვეს” პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან და კლუბის დირექტორატთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

ამ დროისთვის “იუვენტუსს” მასიმილიანო ალეგრი წვრთნის, რომელსაც კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. თუმცა, ტურინიდან მისი წასვლის შესახებ არაერთხელ გაჟღერდა. ბოლო ცნობებით, ალეგრის ლონდონის “არსენალში” იწვევენ.

რაც შეეხება ანჩელოტის, “იუვენტუსში” ერთხელ უკვე მუშაობდა. 1999-2001 წლებში, თუმცა წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114312