ფეხბურთი

14:54 | 3.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ლივერპულმა" ფინალი 100%-ით დაიმსახურა"

ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის აზრით, მისმა გუნდმა ფინალში თამაში დაიმსახურა. როგორც გერმანელმა განაცხადა, “წითლები” ფინალში გამართლების ხარჯზე არ გასულან.

“ფეხბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად თამაშობდა და ბუნებრივია, რომ ნერვიულობდნენ. ეს ნამდვილად იყო ემოციური, უფრო მეტად ემოციურიც კი, ვიდრე მსურდა. ჩვენ ფინალში თამაში 100%-ით დავიმსახურეთ და იღბალი არ დაგვხმარებია. “რეალს” კი, ბედმა ნამდვლად გაუღიმა “ბაიერნთან” შეხვედრაში”, - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდა. მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩი 26 მაისს, კიევში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111091