ფეხბურთი

16:23 | 24.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანრი მიშელი გარდაიცვალა

ცნობილი ფრანგი მწვრთნელი ანრი მიშელი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიშელმა სახელი საფრანგეთის ნაკრებში მუშაობით გაითქვა, რომელსაც 1984-1988 წლებში ხელძღვანელობდა.

1986 წლის მუნდიალზე ფრანგებმა იტალიისა და ბრაზილიის ნაკრებები დაამარცხეს და საბოლოოდ, მესამე ადგილზე გავიდნენ. თუმცა, მიშელს პოსტის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც “მამლებმა” ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს.

სამწვრთნელო კარიერის უმეტესი ნაწილი მან აფრიკაში გაატარა. ანრი მიშელი 1994 წლის მუნდიალზე კამერუნის, ხოლო ოთხი წლის შემდეგ მაროკოს ნაკრების თავკაცი იყო. 2006 წლის მუნდიალზე უკვე კოტ დივუარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას – 1966-1982 წლებში “ნანტის” ერთგულად უმსახურა. საფრანგეთის ნაკრებში კი, 1967-1980 წლებში 58 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113824