ფეხბურთი

23:30 | 23.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰექტორმა “კიოლნს” უერთგულა

გერმანიის ნაკრების მარცხენა მცველმა იონას ჰექტორმა, “კიოლნთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა. “თხების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი “რეინ ენერგი შტადიონზე” 2023 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ჰექტორის გადაწყვეტილება დასაფასებელია, რადგან გერმანიის ნაკრების წევრია და მისით ბევრი ძლიერი გუნდი ინტერესდება, ხოლო “კიოლნი” ბუნდესლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ცხრილის ფსკერზე იმყოფება და მე-16 ადგილოსან “ფრაიბურგს” 8 ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, “თხებს” მეორე ბუნდესლიგაში მოუწევთ დაქვეითება.

ცნობისთვის, ჰექტორი “კიოლნის” პირველ გუნდში 2012 წელს გამოჩნდა და 185 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში “თხების” მაისური 19-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. გერმანიის ნაკრებში კი 2014 წელს ჰქონდა დებიუტი, მას შემდგომ 36 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110638