ბლოგი

12:15 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

როგორ მეგობრობენ სპორტი და ღვინო

როგორც ცნობილი და საყოველთაოდ მიღებულია, ფეხბურთი უკვე დიდი ხანია ითვლება, როგორც ლუდის მოყვარულთა თამაშად და ფეხბურის ლუდთან კავშირი უალტერნატივოა. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობენ ღვინის მოყვარულთა კავშირის წევრები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სახალისო სტატია გაავრცელეს, სადაც არამხოლოდ ფეხბურთის, სპორტის ლამის ყველა სახეობის ღვინოსთან "შეხამებაზე" საუბრობენ.

ეს ხალხი ფიქრობს, რომ რაკი საფეხბურთო ჩემპიონატების უმეტესობა იწყება შემოდგომაზე და ეს პერიოდი წითელი ღვინის სეზონია, ფეხბურთთან იდეალურ წყვილს სწორედ წითელი ღვინოები ქმნის. განსაკუთრებით კი სხეულიანი წითელი ღვინოები, როგორიცაა: ფრანგული კაბერნე სოვინიონი, შირაზი, მალბეკი და სხვა. ასეთ ღვინოებს და შესაბამისად ფეხბურთს, თურმე ყველაზე კარგად ნაკვერჩხალზე მომზადებული ღორის სტეიკი შეეხამება.

კალათბურთი როგორც იცით, სპორტის ურბანული სახეობაა და სპორტის ამ სახეობაში თავგამოჩენილი ვარსკვლავები როგორც წესი დიდ ქალაქებში იბადებიან და იზრდებიან. ამიტომ, კალათბურთს ყველაზე მეტად სწორედ დიდ ქალაქებში პოპულარული ცქრიალა ღვინოები/შამპანურები უხდება. განსაკუთრებით კი ვარდისფერი ცქრიალა და თეთრი ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული მშრალი ცქრიალა ღვინოები.

ბეისბოლის ტურნირები როგორც წესი იწყება ზაფხულში, მიმდინარეობს მთელი ზაფხულის განმავლობაში და საბოლოოდ ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ბეისბოლი ერთ-ერთი ის თამაშზეა, სადაც ქომაგს ტრიბუნაზე დიდი ხნით უწევს ჯდომა და ფიქრისა და განსჯისთვისაც დიდი დრო აქვს. რაკი ბეისბოლის სეზონი ზაფხულშია, ბევრს ჰგონია, რომ ბეისბოლისათვისაც ყველაზე შესაფერისი სასმელი ლუდია. ღვინის მოყვარულები კი ფიქრობენ, რომ ამ სახეობას ოდნავ შეგრილებული მშრალი ღვინოები: სოვინონ ბლანი, რისლინგი, მუსკატი პინო გრიჯიო ეხამება. ბეისბოლის ტურნირებზე კი ჰამბურგერებისა და სენდვიჩების ნაცვლად, ამ ღვინოებთან მისაყოლებლად, ფრანგული ყველეული უნდა იყიდებოდეს.

ეს სახალისო “შეხამებები“ როგორც ირკვევა ძირითადად სპორტის გუნდურ სახეობებს ეხება. ამის მიზეზებზე დეტალურად და თავდაჯერებულად საუბარი რთული. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სპორტის ინდივიდუაური სახეობები რაკი კონკრეტული სპორტსმენების შესაძლებლობებზე და ნიჭზე დგას, ერთი ადამიანის (როგორი დიდი სპორტსმენიც კი არ უნდა იყო) ქომაგობა და გუნდის ქომაგობა მაინც სხვადასხვა ტრადიციაა და ეს განსხვავება დიდ ტურნირებზე დაკვირვების დროს განსაკუთრებით თვალსაჩინოა.

დაბოლოს, სპორტის და განსაკუთრებით კი ფეხბურთის მოყვარულებს რეკომენდაცია ჩვენც შეგვიძლია მივცეთ. მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასული ბევრი ქვეყნის ქომაგი უხარისხო რუსულ ლუდს მიეძალება (რუსული არაყის სმა ზაფხულში საერთოდ დაუშვებელია) მაშინ, როდესაც რუსეთის თითქმის ყველა ქალაქში ქართული ღვინის შეძენა უპრობლემოდ შეეძლებათ. კარგად ჩაციებული იმერული ციცქა-ცოლიკოური, ან კახური მსუბუქი წინანდალი რუსულ უხარისხო ლუდებს რომ აჯობებს - ამას დიდი მიხვედრა ნამდვილად არ სჭირდება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107363