სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:31 | 22.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" ჩემპიონობაც ვერ აჩერებს და ბრძოლა ოთხეულისთვის
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონობა ოფიციალურად ერთი კვირის წინ გაიფორმა და სამ დღეში მადრიდის “რეალთან” ელოდება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფიანლური მატჩი, მაგრამ ყოველივე ეს მასზე არ მოქმედებს. იგებს და იგებს “რეკორდმაისტერი”.

მორიგი ადვილი გასეირნება და ვარჯიში იუპ ჰაინკესის გუნდს ჰანოვერში გამოუვიდა, სადაც ადგილობრივი გუნდი მისი იოლი ნადავლი გახდა. სამივე გოლი მიუნხენელებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. მოკლედ, კარგი მოთელვა იყო ევროპულ კლასიკამდე და ვნახოთ, რა მოხდება სამშაბათს.

იქამდე კი, ბუნდესლიგაში ჯერ კიდევ არსებობს კითხვის ნიშნები. მაგალითად ჩემპიონთა ლიგის ზონაში. თუმცა, კონტურები აქაც გამოკვეთილია. “შალკე” და “დორტმუნდი” დიდი ალბათობით უპრობლემოდ შევლენ ოთხეულში, ხოლო აი ბოლო ადგილისთვის რამდენიმე გუნდის იწევს.

“ყვითლებმა” უშუალო კონკურენტ ლევერკუზენის “ბაიერს” უმასპინძლეს და გაანადგურეს. მარკო როისი გამოირჩა დუბლით, მაგრამ იქამდე პენალტი ვერ შეაგდო. და მაინც, ამას ვინღა ჩივის – “ბორუსიამ” სეზონში ალბათ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. “ლევერკუზენი” კი ინარჩუნებს მეოტხე ადგილს, მაგრამ “ჰოფენჰაიმი” უკვე კუდზე აზის და სხვაობა ორი ქულაა.

“სოფლელები” ვიცე-ჩემპიონ “ლაიფციგს” მისსავე მოედანზე მწარედ გაუსწორდნენ და 5:2 აჯობეს. “ჰოფე” ბოლო ტურებში საოცრად პროგრესირებს და ტემპი დარჩენილ ტურებშიც თუ შეინარჩუნა, ალბათ ზედიზედ მეორედ მოხვდება ჩემპიონთა ლიგის ზონაში. თავის მხრივ, ამის იმედი არ დაუკარგავს რალფ ჰასენჰუტლის “ლაიფციგს”, მიუხედავად მძიმე და მტკივნეული მარცხისა. აი, “აინტრახტმა” კი, თასის ფინალში გასვლის შემდეგ იმდენი მოახერხა, რომ შინ 0:3 წააგო “ჰერტასთან”. არადა, ნიკო კოვაჩის გუნდს რომ მოეგო, ნანატრ ოთხეულთან ჩამორჩენა ორად-ორი ქულა იქნებოდა.

როგორც იქნა მოიგო “ჰამბურგმა”, მაგრამ ჩრდილოეთ გერმანელთა მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ისტორიაში პირველად დაქვეითებისგან სასწაულიღა თუ იხსნის. სავარაუდოდ, “ჰამბურგთან” ერთად “კიოლნი” გავარდება, ხოლო პლეი-აუთისგან თავის არიდებისთვის დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი. “ვოლფსბურგს”, “მაინცსა” და “ფრაიბურგს” 30-30 ქულა აქვთ და მათგან ერთ-ერთს ადგილის შენარჩუებისთვის პლეი-აუთში უცილობლივ მოუწევს გარჯა.

“აინტრახტი” – “ჰერტა” 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 სელკე (57, პენ), 0:2 ლეჩკიე (77), 0:2 ეშვეინი (90)

“ჰამბურგი” – “ფრაიბურგი” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჰოლტბი (54)

“ჰანოვერი” – “ბაიერნი” 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 მიულერი (57), 0:2 ლევანდოვსკი (73), 0:3 რუდი (89)

“ლაიფციგი” – “ჰოფენჰაიმი” 2:5 (0:3)

გოლები: 0:1 უტი (14), 0:2 გნაბრი (35), 0:3 კადერაბეკი (45), 1:3 ბაუმანი (59, ა.გ), 1:4 უტი (59), 1:5 რუპი (64), 2:5 უპემეკანო (88)

“შტუტგარტი” – “ვერდერი” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 გენტნერი (13), 2:0 ოზჩანი (90)

“დორტმუნდი” – “ლევერკუზენი” 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 სანჩო (13), 2:0 როისი (55), 3:0 ფილიპი (63), 4:0 როისი (79)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110609
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X