სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:23 | 21.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" VS "რეალი" - ფაქტები, დეტალები, სტატისტიკა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალურ სტადიაზე ევროპული კლასიკა შედგება: “ბაიერნი” – “რეალი”. ამ გუნდების დაპირისპირებას უდიდესი ისტორია გააჩნია, რომელზეც ალბათ წიგნის დაწერაც შეიძლება.

იქამდე კი, გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს, დეტალებს, ისტორიასა და სტატისტიკას:

“ბაიერნი” და “რეალი” უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 25-ედ შეხვდებიან ერთმანეთს. ეს ტურნირის რეკორდია. მათ შორის კი, მეშვიდე დაპირისპირება შედგება ნახევარფინალის ეგიდით.

“რეალი” ნახევარფინალში ზედიზედ მერვედ თამაშობს და ესეც ტურნირის რეკორდია, ხოლო “რეკორდმაისტერმა” იგივე ეტაპს მიჯრით მეექვსედ უწია.

ურთიერთშეხვედრები

ბოლო ექვს სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან. წინა 24 შეხვედრიდან სრული თანაფარდობაა: 11-11 მოგება, 2 ფრე. ოდნავი უპირატესობა “სამეფო კლუბის” მხარესაა, რომელსაც ერთით მეტი გოლი აქვს გატანილი (37:36). აღსანიშნავია, რომ გერმანული და ესპანური გრანდების გზები შარშანაც გადაიკვეთა, ოღონდ მეოთხედფინალურ ეტაპზე.

“რეალს” “ბაიერნთან” ბოლო 5 მატჩიდან ყველა მოგებული აქვს, 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ 4 გაუშვა. კრიშტიანუ რონალდუმ კი, მიუნხენელებს ბოლო სამ მატჩში 7 გოლი გაუტანა (ჯამში 6 თამაშში 9 გოლი).

გასულ წელს “რეალმა” მიუნხენში 2:1 მოიგო, ხოლო “სანტიაგო ბერნაბეუზე” 90 წუთში “ბაიერნმა” ამავე ანგარიშით იმძალვრა. თუმცა, დამატებით დროში მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი შეაგდეს და 4:2 გაიმარჯვეს.

2013-2014 წლების სეზონში “სამეფო კლუბმა” ორი მატჩის ჯამში ადვილად, 5:0 იმარჯვა. მადრიდში 1:0-ის შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდმა მიუნხენში 4:0 დაამარცხა მეტოქე.

2011-2012 წლების სეზონშიც ასევე ნახევარფინალური მატჩები იყო – ორივე შეხვედრაში მასპინძელებმა 2:1 მოიგეს, ხოლო პენალტების სერიაში უფრო მეტად “ბაიერნს” გაუღიმა ბედმა და ფინალში გავიდა.

2006-2007 წლების სეზონში მათი გზები კიდევ უფრო ადრე, მერვედფინალში გადაიკვეთა. მადრიდში ჯერ “რეალმა” მოიგო 3:2, ხოლო მიუნხენში მასპინძლებს დარჩათ გამარჯვება – 2:1. შესაბამისად, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით. ამავე მატჩში გავიდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი, რომელიც როი მაკაიმ გაიტანა.

სამი წლით ადრე, 2003-2004 წლების სეზონში ასევე მერვედფინალური დუელი იყო. მიუნხენური 1:1-ის შემდეგ ეპანელებმა შინ დღევანდელი მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გოლით მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

“ბაიერნი” და “რეალი” 2000-2002 წლებში ზედიზედ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. “სამეფო კლუბმა” 1999-2000 წლების სეზონში ნახევარფინალში, ხოლო 2001-2002 წლების სეზონში მეოთხედფინალში გაიმარჯვა, ხოლო 2000-2001 წლების სეზონში მიუნხენელებმა იმძლავრეს ნახევარფინალში.

ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 1975-1976 წლების სეზონში გადაიკვეთა და მაშინ გერმანელებმა მოიგეს (2:0, 1:1). 1986-1987 წლების სეზონში ასევე მოხდა (4:1, 0:1), ხოლო 1987-1988 წლების სეზონში “რეალი” გამოვიდა გამარჯვებული (2:3, 2:0). 1999-2000 წლების სეზონში ასევე იყო მატჩები ჯგუფური ეტაპის ეგიდით და მაშინ ორჯერვე გერმანელებმა მოიგეს.

ჯამში 24 მატჩი, 11 მოგება “რეალს”, 11 “ბაიერნს”, 2 ფრე, 37 გატანილი გოლი (“რეალს”) და 36 (“ბაიერნს”).

“ბაიერნი” საკუთარ მოედანზე “რეალის” წინააღმდეგ: 9 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, 25 გატანილი და 16 გაშვებული გოლი. “რეალი” “ბაიერნის” წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე: 9 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება, 21 გატანილი და 11 გაშვებული გოლი.

სტატისტიკა

“ბაიერნი”

“ბაიერნი” მე-11-ედ ითამაშებს ნახევარფინალში და ანალოგიური შედეგი აქვს “ბარსელონას”. თუმცა, “რეალი” ამავე ეტაპზე მეცამეტედ გაირჯება.

თუ ჩემპიონთა თასსაც მივიღებთ მხედველობაში, “ბაიერნის” ბალანსი ნახევარფინალში ასეთია: 10 მოგება, 8 წაგება.

გასულ სეზონში “რეალთან” მატჩში შეწყდა “ბაიერნის” 16 მატჩია წაუგებელი სერია ევროსარბიელზე (საშინაო მატჩებში). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წაუგებელი სერია სწორედ “რეალთან” “ალიანც არენაზე” გამანადგურებელი მარცხით დაიწყო 2014 წელს (0:4).

“ბაიერნის” ბალანსი საკუთარ მოედანზე ესპანურ გუნდებთან: 18 მოგება, 6 ფრე, 3 წაგება.

“ბაიერნის” ბალანსი ესპანურ გუნდებთან პლეი-ოფის სტადიაზე: 10 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 10 გამოთიშვა.

“ბაიერნმა” მეოთხედფინალში “სევილია” დაამარცხა და ამით დაასრულა უსიამოვნო სერია. მანამდე “რეკორდმაისტერს” პლეი-ოფში ზედიზედ 4 წაგება ჰქონდა ესპანურ გუნდებთან. 2013-2014 და 2016-2017 წლების სეზონში მიუნხენელები ლიგას “რეალთან”, 2014-2015 წლების სეზონში “ბარსელონასთან”, ხოლო 2015-2016 წლების სეზონში “ატლეტიკოსთან” დაემშვიდობა.

“რეალი”

“რეალი” ნახევარფინალში 29-ედ ითამაშებს: 15 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 13 გამოთიშვა. ბოლო რვა ნახევარფინალიდან “სამეფო კლუბმა” სამი მოიგო და თანაც, ზედიზედ.

12-გზის ჩემპიონს, ჩემპიონთა ლიგაზე 149 მატჩი აქვს მოგებული.

“რეალი” ნახევარფინალში კრიშტიანუ რონალდუს ბოლო წუთზე გატანილი პენალტით გავიდა. ესპანელებმა წინა ეტაპზე “იუვენტუსს” სტუმრად 3:0 მოუგეს, მაგრამ შინ 93-ე წუთამდე ამავე ანგარიში მარცხდებოდნენ, ხოლო საბოლოოდ 1:3 წააგეს და შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდნენ.

ჯგუფურ ეტაპზე “ბაიერნმა” “ტოტენჰემის”, “აპოელისა” და “დორტმუნდის” ბაიერი დაძლია, ხოლო 1/8 ფინალში პსჟ-ს აჯობა.

ზინედინ ზიდანის გუნდს ევროსარბიელზე ბოლო 17 საგარეო მატჩიდან 10 აქვს მოგებული და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი ლიგის ისტორიაში, რომელმაც ყველა მატჩში შეძლო გატანა ჯგუფურ ეტაპზე. პორტუგალიელი სერიას შესანიშნავად აგრძელებს და პლეი-ოფშიც არ დაუტოვებია მოედაი უგოლოდ. კრიშტიანუს ანგარიშზე ამჟამად 15 გოლია და ის რეკორდისკენ მიიწევს, რომელიც მასვე ეკუთვნის (2015-2016 წლების სეზონში 17 გოლი). შარშან კი, ტურნირი 16 გოლით დაასრულა.

“რეალის” ბალანსი გერმანიაში ასეთია: 6 მოგება, 7 ფრე, 19 წაგება.

“რეალის” ბალანსი გერმანულ გუნდებთან პლეი-ოფში: 17 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 8 გამოთიშვა. ბოლოს “სამეფო კლუბმა” ალემანთა ბარიერი 2012-2013 წლების სეზონში ვერ მოახერხა, როდესაც ნახევარფინალში “დორტმუნდთან” წააგო (1:4, 2:0). საგულისხმოა, რომ მაშინ ესპანელთა კარში 4 გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელიც დღეს “ბაიერნის” ღირსებას იცავს.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები:

იუპ ჰაინკესი “რეალს” 1997-1998 წლების სეზონში წვრთნია და ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

ხამეს როდრიგესი “ბაიერნში” იჯარით სწორედ “რეალიდან” თამაშობს. კოლუმბიელს 77 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი მადრიდელთა მაისურით.

არიენ რობენი “რეალის” ფეხბურთელი იყო 2007-2009 წლების სეზონში და 50 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ტონი კროოსი “რეალში” სწორედ “ბაიერნიდან” გადავიდა. კროოსმა მიუნხენში (2007-2014 წლებში) 130 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო.

ესპანეთში უთამაშიათ:

ხავი მარტინესი (“ბილბაო”)

ხუან ბერნატი (“ვალენსია”)

ტიაგო ალკანტარა (“ბარსელონა”)

გერმანიაში უთამაშიათ:

დანი კარვახალი (“ლევერკუზენი”)

ხესუს ვალიეხო (“აინტრახტი”)

ბორხა მაიორალი (“ვოლფსბურგი”)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, ხუან ბერნატი და დანიელ კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, ისკო, ლუკას ვასკესი (ესპანეთი)

მანუელ ნოიერი, მატს ჰუმელსი, ჯოშუა კიმიხი, ჟერომ ბოატენგი, ტომას მიულერი და ტონი კროოსი (გერმანია)

კინგსლი კომანი, კორენტინ ტოლისო და რაფაელ ვარანი, ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი)

ფაქტები

“ბაიერნი”

“ბაიერნმა” ზედიზედ მეექვსედ მოიგო “ვერცხლის სინი” ბუნდესლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე.

“ბაიერნი” გერმანიის თასის ფინალში გავიდა, სადაც “აინტრახტს” დაუპირისპირდება.

სანდრო ვაგნერი მიუნხენელებს იანვარში შეუერთდა და ბოლო 10 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

13 აპრილს, “ბაიერნმა” დაადასტურა, რომ ზაფხულიდან გუნდს ნიკო კოვაჩი გაწვრთნის.

2018 წელს რობერტ ლევანდოვსკიმ 16 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

არტურო ვიდალმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

“რეალი”

სერხიო რამოსმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და ბრუნდება.

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 15 მატჩში 25 გოლის გატანა შეძლო.

რონალდუს მიმდინარე გათამაშებაში 15 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდრითა დავას ერთობ დამაჯერებლად ლიდერობს.

“რეალმა” ბოლო 24 მატჩში საკუთარი კარი მშრალად მხოლოდ ოთხჯერ შეინახა.

“ბაიერნი” – “რეალი”

მიუნხენი, “ალიანც არენა”

25 აპრილი, 22:45 საათი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111336
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X