სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

12:52 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "ხიმნასტიკთან" კონტრაქტი მაქვს და ახლა მხოლოდ მიმდინარე სეზონზე ვფიქრობ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ტარაგონას “ხიმნასტიკის” ქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. 22 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონთან შედარებით საკმაოდ დიდ ნაბიჯი გადადგა წინ და კატალონური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

ოთარის თამაშში აშკარად იგრძნობა თავდაჯერება, რაც ფეხბურთელისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. კაკაბაძე განსაკუთრებით ეფექტურად შეტევაში ერთვება და დრიბლინგები მისგან უკვე არავის უკვირს.

ჩვენებურმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ უკეთესი გუნდებისგან წინადადებებიც გაჩნდა. კატალონური გამოცემა Diarimes.com-მა ქართველთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც საუბარი მიმდინარე სეზონს, კაკაბაძის მომავალსა და პროგრესს შეეხო.

- როგორ შეაფასებდით მიმდინა სეზონს?

- ვიბრძვით, რომ ლა ლიგა 2-ში ადგილი შევინარჩუნოთ, ხოლო გაისად იქნებ, პრიმერაშიც მოვახერხოთ აღზევება.

- წელს გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხართ, მაგრამ შარშან ცოტას თამაშობდით. რატომ?

- ეს იყო ჩემი პირველი წელი ევროპაში, ყველაფერი ახალი გახლდათ. ოჯახი ჩემთან ახლოს არ იყო, ახალი ადამიანები, ახალი სათამაშო სტილი. გასულ წელს დავტოვე ესპანეთი და გადავედი დანიაში, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მიმეღო, მერე კი დავბრუნებულიყავი. ეს მოვახერხე.

- რომელი უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია, დანიის სუპერლიგა თუ ესპანეთის მეორე ლიგა?

- ჩემი აზრით, ესპანეთის ლა ლიგა 2 უფრო მაღალი დონისაა. ბევრად განსხვავებული ფეხბურთია, უფრო ფიზიკური და ბურთთანაც უფრო მეტი კონტაქტით. დანიაში მხოლოდ “კოპენჰაგენი” თამაშობს კარგ ფეხბურთს, დანარჩენები კი, უფრო დაბალი მიზნებისთვის იბრძვიან.

- თქვენ ტარაგონაში გიორგი აბურჯანიას რჩევით მოხვდით, რომელიც ახლა “სევილია 2”-ში თამაშობს...

- დიახ, ჩვენ მეგობრები ვართ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ.

- თქვენი თამაში შარშანდელთან შედარებით შეიცვალა. ვხედავთ, რომ ბურთთან ერთად შესანიშნავად მოქმედებთ...

- არ ვიცი, რა შეიცვალა. საკუთარ თავზე საუბარი რთულია.

- რატომ ჰქონდა “ხიმნასტიკს” სეზონის საშინელი სტარტი?

- არ ვიცი. ჩვენ გვყავს კარგი ფეხბურთელები, მწვრთნელები, სტაფი. ასეთი გუნდი ლა ლიგაში გადასასვლელად უნდა იბრძოდეს.

- ოვიედოში საულ ბერხონის თამაშზე რას იტყოდით?

- მე მხოლოდ საკუთარი თამაშის შეფასება შემიძლია.

- ფიქრობთ, რომ მისი ბრალი არ ყოფილა?

- მნიშვნელოვანია, რომ ვიფიქროთ შემდეგ მატჩებზე და არა იმაზე, რა იყო წარსულში. ეს ფეხბურთია და უნდა ვიშრომოთ, რომ წინ ვიაროთ. არ უნდა გავიმეოროთ შეცდომები.

- შეგიძლიათ დაგვპირდეთ, რომ მომდევნო სეზონშიც “ხიმნასტიკში” ითამაშებთ?

- ვიცი, რომ გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს.

- მაგრამ, როგორც თქვით, ფეხბურთი, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება...

- დიახ, მაგრამ “ნასტიკთან” ხელშეკრულება მაქვს. მოცემულ მომენტში მხოლოდ მომდევნო თვენახევარზე ვფიქრობ, 7 თამაში გვაქვს დარჩენილი და მაქსიმალურად ბევრი ქულა უნდა მოვიპოვოთ, რომ ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.

- გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ლა ლიგა 2-ში დარჩეს...

- დიახ, ამ მომენტში “ხიმნასტიკს” ეს სჭირდება.

- თამაშის ეს სტილი კაკაბაძისთვის ჩვეული გახდა: დრიბლინგით ჩამოიცილოს 2-3 მეტოქე და გააკეთოს გადაცემა...

- დიახ, ეს ნდობის დამსახურებაცაა. მიმდინარე სეზონში უფრო მეტს ვვარჯიშობ და ბევრად უკეთესი გავხდი. ბევრი რამ ვისწავლე.

- რომელია საუკეთესო მწვრთნელი: კარერასი, როდრი თუ ნანო?

- ყველა განსხვავებულია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11372
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X