სხვა

19:45 | 18.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

მედიის ღია სპორტული ფესტივალი 2018

20-21 აპრილს თბილისში კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება მედიის ღია სპორტული ფესტივალი სამჭიდში.

ღონისძიების მიზანია მედიის წარმომადგენლების ჩართულობა აქტიურ სპორტში მრავალფეროვანი, სახალისო სპორტული შეჯიბრებების დანერგვა.

სახეობები: ბოულინგი, მაგიდის ჩოგბურთი და ნარდი.
20 აპრილი: ბოულინგი (Ballroom, Galleria Tbilisi). დასაწყისი: 13:00.
21 აპრილი: ნარდი და მაგიდის ჩოგბურთი (არენა 1, უნივერსიტეტის ქუჩა N 2). დასაწყისი: 12:00.
გუნდის შემადგენლობაში დასაშვებია მინიმუმ 4 და მაქსიმუმ - 10 ადამიანი (4 - მაგიდის ჩოგბურთში, 4 - ბოულინგში, 2 - ნარდში).
გუნდებს დაურიგდებათ მაისურები ღონისძიების ემბლემით.
გამარჯვებულ გუნდებს და მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.
ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის", თბილისის მერია და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია.
ტურნირისთვის სპეციალური პრიზები დაამზადა მოქანდაკე ირაკლი წულაძემ.
აღნიშნული ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართა Ballroom-ში.
მასმედიის წრამომადგენლებს გაესაუბრნენ: თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, Ballroom-ის გენერალური მენეჯერი გიორგი მურჯიკნელი და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი.
ტურნირის სპეციალური პარტნიორია Ballroom.
ტურნირის პარტნიორები არიან კომპანიები Nick and Dave, Arena, Campa.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130127